ბიჭები წმენდენ ქვეყნას ძველი შლამისგან!
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი უფროსი – მამუკა მდინარაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი – გეკა გელაძე, მთავრი სახელმწიფო მბრალმდებელი- გიორგი გვარაკიძე, ქვეყნის პრემიერ -მინისტრის ირაკლი კობახიძის მეთაურობით, ეს ის ძირითადი ბირთვი, ის ძალა, ბიძინა ივანიშვილის ის გუნდი, საქართველოს გუნდი ( ბევრი შედარების, ეპითეტის მოყვანა შეიძლება, ადამიანების ერთიანობის დასახასიათებლად) – ერთგულების გუნდია, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში, ალბათ მე-13 საუკუნის შემდეგ დამოუკიდებლობის ხარისხით ქვეყანა უმაღლეს ადგილზე აიყვანა.
– ეს, ის ადამიანებია, რომლებმაც, მიუხედავად დასავლეთის მუქარის, ზეწოლის, შანტაჟის შეძლეს და ქვეყანაში დაიწყეს ახალი საქართველოს შენება, სამართლის აღდგენა, ქვეყნის გაწმენდა ძველი შლამისგან.
-ადამიანები, რომლებიც არ ერიდებიან წლების მანძილზე დამკვიდრებულ ყალბი სტერეოტიპების ნგერვას. მათთვის კანონი და კანონიერება – სამართალია მთავარი.
რათქმაუნდა, თანამედროვე მსოფლიოში 100%-ით დამოუკიდებელი ქვეყნების ერთეულები თუ არსებობს, ისეა მსოფლოში ერთმანეთზე გადაჯაჭვული მთელი რიგი ეკონომიკური- პოლიტიკური და ა.შ. პროცესები, მარგამ ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას დღეს, არ მართავს დასავლეთის მიერ დაფინანსებული მოღალატეების ე.წ. ტექნიკური ხელისუფლება, როლებისთვისაც მნიშვნელობა არ ჰქონდა, ფეხებზე ეკიდათ ქვეყნის ინტერესებისდაცვა (ასეთი ტერმინიც კი მათ სიტყვათა მარაგში არ არსებობს!) ეს ამ ბიჭების უანგარო, დაუღალავი შრომის დამსახურებაა.
არ გეგონოთ უბრალო სიტყვები: ის, რომ ქვეყანა დღეს ფიზკურად არსებობს, რომ ქვეყანა ვერ ჩაითრიეს გამანადგურებელ ომში- ბიძინა ივანიშვილის ამ გუნდის დამსახურებაა.
სამწუხაროდ, ქართველების უამდურობის სენი ახალი არ გახლავთ. ჩვენ, სანამ ცხვირწინ არ დაგვიდებენ ვიზუალურ მტკიცებულებას, ვიდეო კადრებს ჩანაწერების სახით, რაც არ გვაწყობს არ გვინდა და არ გვჯერა. იმ შემთხვევაშიც კი ვიწყებთ ათასგავრ გამაბათილებელ არგუმენტების ძებნას – დადგულია, მოტაჟია და ა.შ..
არანაირ ჩანაწერი და დოკუმენტი არ სჭირდება აშშ-ს ყოფილი ელჩის იძულებას იმჟამინდელი პრემიერის მიმართ „ გადით ტყეში, ყველას ვერ მოგკლავენ ხუთ დღეს მაინც გაუძლებთ“..
ამას ჰქვია, ეს არის ქართველი ერის სიყვარული?
დიახ, ასეთი უცნაური, უსულგულო მიდგომა ჰქონდათ და აქვთ ჩვენს სიყვარულში დღმდე ჩვენს დასავლელ, „ქართველი ხალხის კეთილდღეობისათვის“ დაუძინებელ „ მეგობრებს“.
დღეს, რომ ჩვენდამი მათი მთელი „უანგარობა“, „მზრუნველობა“ გაცხადდა და ხელისგულზე დევს, ვერ აცეკვებენ ცალ ფეხზე საქართველოს ხელისუფლებას, ესეც ამ გუნდის დამსახურებაა.
ხოლო, ადამიანს, რომელსაც საკუთარი რეალობა, საკუთარი სიმართლე გააჩნია ძნელია მათთან იკამათო, თეთრზე- თეთრი ამტკიცო.
- ხომ, გიჩნდებათ ლეგიტიმუი ინტერესი: რატომ არ ხსნიდნენ წინა პროკურორები წლების მანძილზე გახმაურებულ საქმეებს?
- რატომ პარპაშობდნენ თბილისის, ქვეყნის ქალაქებში ნარკოტიკული ნივთიერებების ათასობით(!) გადამყიდველები , ე.წ. ბარიგები ?
- რატომ იყო ქვეყანა ნარკოტიკების დერეფნად ქცეული?
- რატომ საფუძველშივე არ კლავდა სახელმწიფო გადატრიალების ინტერესს უსაფრთხოების სამხურის უფროსი , თუ საკუთარი სტომაქის გამდიდრების გარდა, სხვაზე ფიქრის დრო არ ჰყოფნიდა?
ნუთუ, ყევლაფერს ამას ბიძინა ივანიშვილის მითითება სჭირდებოდა?
არც იმის ილუზია გამაჩნია, რომ ჩემს სიტყვებს საზოგადოების 100% საღი თვალით შეხედავს, მაგრამ ჩემთვის ის 20-30%, ვისაც მადლიერების გრძნობა დღემდე შერჩენია მადლობას მოუხდის ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მთელს მის გუნდს- სამშობლოს სამსახურისთვის.
მადლობა ბიჭებო !
ჟურნალისტი: გოჩა ნაჭყებია
