მეარშაიმერი:უკრაინის კრიზისის წარმოშობაზე მთელი პასუხისმგებლობა აშშ-ს ეკისრება
უკრაინაში სპეცოპერაციის მიზეზი ვლადიმერ პუტინის იმპერიული ამბიციები არ ყოფილა, არამედ დასავლეთის ქვეყნების მცდელობა, რომ ნატოს გაფართოებით რუსეთი კუთხეში მოექციათ, განაცხადა პოლიტოლოგმა ჯონ მეარშაიმერმა ამერიკულ ჟურნალ The New Yorker-თან ინტერვიუში. მისი აზრით, უკრაინის კრიზისის წარმოშობაზე მთელი პასუხისმგებლობა აშშ-ს ეკისრება.
- “პუტინი სიმართლეს ამბობს უკრაინაში თავის მოტივებზე. ის არ არის იმპერიალისტი და აგრძელებს პოლიტიკას რუსეთის უსაფრთხოების მიზეზების გამო, რის გამოც მან დაიწყო სპეცოპერაცია. არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება დასავლური თეზისების დასადასტურებლად, რომ პუტინი არის იმპერიალისტი“, – განმარტა ექსპერტმა.
მეარშაიმერის თქმით, რუსეთის ლიდერმა არაერთხელ განუცხადა, რომ მოსკოვი არ დაუშვებს, რომ უკრაინა დასავლეთის დასაყრდენად იქცეს.
რუსეთისთვის ეს არის ეგზისტენციალური საფრთხე. მისთვის ეს უბრალოდ მიუღებელია“, – დაასკვნა მან.