გუსტავ გოტბერგი: ოჰ, შოკში ვარ!
შოკირებული ვიყავი ამ განცხადების მოსმენისას, თუმცა, ვფიქრობ, ეს არის ინდიკატორი იმის, რამდენად მართლები ვართ ჩვენ და რამდენად მტყუანია „ქართული ოცნება”,- ასე ეხმაურება სექტანტური არხისთვის მიცემულ ინტერვიუში შვედეთის პარლამენტის წევრი ვინმე გუსტავ გოტბერგი შვედეთის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებას.
გოტბერგის თქმით, ,,ქართული ოცნების” წევრები ,,სიცრუეს ამტკიცებენ”.
- ,,აჰ, (ვაიმეე) შეხედეთ პარლამენტის წევრების კომენტარებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ, ტყუილებს და სიცრუეს ამტკიცებენ.
- ჩვენ დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ. ჩვენ პროტესტის დროს არ ვუსწორდებით ოპონენტებს ქუჩებში ქიმიური იარაღით, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ.
- ესაა სწორედ მთავარი განსხვავება. კრემლის სახელმძღვანელოდანაა ის, რომ მთავარი პრობლემებიდან ყურადღება სხვა ნაკლებად აქტუალურ საკითხებზე გადაიტანო“,- განაცხადა გუსტავ გოტბერგმა.
ცნობისთვის, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ეუთოს ,,მოსკოვის მექანიზმის” ამოქმედებაზე საუბრისას, შვედეთზე გაამახვილა ყურადღება.
- ,,ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ბოლო პერიოდში შვედეთში უკიდურესად არის გაზრდილი დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები.
- შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ თქვენი ქვეყნის დიდ ქალაქებში გაზრდილია ორგანიზებული დანაშაულის რისკის დონე და ზოგადად, შვედეთში გაზრდილია კრიმინალის მაჩვენებელი.
- შემაშფოთებელია, რომ შვედეთში ბანდების მიერ სროლები და აფეთქებები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურად გაიზარდა.
- გვაშფოთებს ეკონომიკური სტაგნაცია თქვენს ქვეყანაში და ფაქტი, რომ შვედეთის ეკონომიკა მაღალი ინფლაციის, სუსტი შიდა მოთხოვნის და საყოფაცხოვრებო ვალების გამო სირთულეების წინაშე დგას.
- ასევე, შემაშფოთებელი ფაქტია, რომ სამწუხაროდ, თქვენს მოქალაქეებს ხანგრძლივი ლოდინი უწევთ მკურნალობის მისაღებად.
- თქვენგან განსხვავებით, ჩვენ მიერ გამოხატული შეშფოთება დაფუძნებულია ფაქტებზე, სტატისტიკაზე და ობიექტურ მოცემულობაზე”,- განაცხადა კირცხალიამ.
