დიქტატორი სააკაშვილი: ჩემს 9 წლიანი ოქროს ეპოქის ერთ-ერთი სიმბოლოს ყიდიან!
დემენციისგან სასწაულებრივად განკურნებული მსჯავრდებული, დიქტატორი მისი მეფობის სისხლიან რეჟიმს “9 წლიანი ოქროს ეპოქას” უწოდებს.
- “სახელმწიფოს განადგურებასთან ერთად, ქართველი ხალხის დაუძინებელი მტერი, ანადგურებს, ასევე, სახელმწიფოებრიობის სიმბოლოებს. ეს სასახლეც არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობის, 9 წლიანი ოქროს ეპოქის ერთ-ერთი სიმბოლო“- წერენ მის კუთვნილ ფეისბუქის გვერდზე.
სავარაუდოდ, ბოდვითი აშლილობის მქონე მსჯავრდებული სააკაშვილი “მის ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით”, აცხადებს, რომ ივანიშვილი პრეზიდენტის სასახლის საკუთარ თავზე მიყიდვას, მისი ფუნქციის და არქიტექტურის შეცვლას აპირებს.
სააკაშვილს ბოდვითი რწმენა აქვს,რომ თუ ივანიშვილს “დასცალდა, გამოცვლიან დროშას, გერბს და ჰიმნსაც“.
- „ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, ივანიშვილი აპირებს პრეზიდენტის სასახლის მიყიდვას, დიდი ალბათობით საკუთარ თავზე, მისი ფუნქციის და არქიტექტურის შეცვლას“- დარწმუნებულია დიქტატორი სააკაშვილი.
ცნობისათვის, ბოდვითი აშლილობა (Delusional Disorder) ხასიათდება მყარად გამჯდარი, არარეალური რწმენებით (ბოდვებით), რომლებიც არ შეესაბამება რეალობას, მაგრამ ადამიანს სრულად სჯერა მათი.
