თუ გეტყვის რომელიმე სექტანტი: დააკავეს, შენ რა გიხარია?
გავრცელდება ინფორმაცა, თუ არა სახელმწიფოს რომელიმე ჩინოვნიკის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით, შემოხტება რომელიმე სექტის ჩინიანი თუ უჩინო წევრი და კითხულობს: შენ რა გიხარია?!
• მე ის მიხარია, რომ ქვეყანას ყავს ლიდერი, რომლიც აზროვნებს სახლმწიფოებრივად, რომლისთვის უპირველეს ყოვლის საქართველოს ინტერესებია,
რომელმაც შეძლო და ამ აბობოქრებულ საუკუნეში დანის პირზე ატარა საქართველო და მიუხედავად შიდა თუ გარე უამრავი მოალატის, შეინარჩუნა- მშვიდობა! ადამიანმა გაუძლო უამრავ პრესს, ზეწოლას, მუქარას, მე-6 წელია აშანტაჟებენ მოგონილი ბრალდებით, საკუთარი ფინანსებითაც კი, და ვერ გატახეს. ეს ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი.
• მე ის მიხარია, რომ საქართველოს ყავს ბატონ ბიძინას მიერ ჩამოყალიბებული, შეკრული ეროვნული გუნდი, რომლიც არ თამაშობს ევროკავშირის ცალტვინა ბიუროკრატთა დაკრულზე, რომელთა მეოხებითაც საქართველო გადაურჩა მინიმუმ 5 გზის სახელმწიფო გადატრიალებას, არეულობას, სამოქალაქო ომს…
• მე ის მიხარია, რომ საქართველოს ყავს ქვეყნის ხერხემალი უწყებების პირველი პირები, უფრო სწორედ კაცები, რომლებიც გვამებს კი არ ითხოვენ, ხალხს კი არ აშანტაჟებენ, კი არ ატერორებენ, ან ქუჩებში კლავენ, ან ქონებებს ართმევენ, არამედ მოქმედებენ კანონით, იცავენ კანონის უზენაესობას! ადამიანები, რომელთათვის არ აქვს მნიშვნელობა პიროვნებებს, მათ დამსახურებას, სხვაზე მეტად სჯიან საკუთარი გუნდის მოღალატე წევრებს, რომლებსაც სახელმწიფო მეწველ ძროხაში აერიათ და ბოროტად ისარგებლეს ბიძინა ივანიშვილის ნდობით!
• მე ის მიხარია, რომ საქართველოს ყავს სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელი, რომელიც მოსვლის დღიდან აკეთებს საქმეს და არა მისი წინამორბედი ბეყე, უსაქმური, არაკაცი ლილუაშვილისგან იფხენს ერთ ადგილს, დღიდან მოსვლის წმენდს და აძლიერებს უწყებას , ქვეყანა აარიდა უამრავ განსაცდელს,
• მე ის მიხარია, რომ საქართველოს ყავს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც მოსვლის დღიდან , განსხვავებით თავგასიებული გომელაურისგან , სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცა 2.000 – ზე მეტი მხოლოდ ნარკორეალიზატორი! ცოტაა? განა, არ იკვეთება ამ “ბიზნესის” ხელდაფარების ელემენტები შს წინა ხელმძღვანელობისაგან?
ვისაც არ მოგწონთ ჩემი ლექსიკა – გაიარეთ. იკითხეთ და წერეთ იქ, სადაც მოგწონთ. მსგავსი ხარისხის დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, არა თუ საქართველოს არ ახსოვს, ევროპის უმრავლეს ქვეყნებში არ არსებობს!
„ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქო?’ – ჩემი დევიზი ესაა.
დიახ, შესაძლოა ცოტა უხეშად, მაგარამ „დედამ იცის მუნჯის ენა“, მათ სხვაგვარად არ ესმით, მათთვის „სიმართლე“, „ჭეშმარიტება“ ისაა, რასაც ისინი აკაკუნებენ. საკუთარ პარალელურ სამყაროში ცხოვრებენ. ასეთები კი სულ ერთ ადგილას… მიხვდებით ალბათ.
ასე, რომ ჯანსაღ , საღად მოაზროვნე, რეალურად კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებს, ვინც არ ხართ არც ერთი პოლიტიკური სექტის წევრი, ვისაც ჯერ კიდევ შეგწევთ დაწერილი ტექსტიდან შინაარსის გამოტანის უნარი – გენაცვალეთ, მიყვარხართ, მადლობას ვუხდი საქართველოს ეროვნულ, პატრიოტ ხელისუფლებას და მის ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს!
ჟურნალისტი: გოჩა ნაჭყებია
