16 იანვარი 2026

“ლეგიტიმური”: რეჟიმი პოზიციებს თმობს!

ფსიქიატრების სანატრელი ობიექტი, საქართველოს “ლეგიტიმური” პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ექს.პრემიერის – ირაკლი ღარიბაშვილის და სხვა მოღალატეთა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას “რეჟიმის მიერ პოზიციების დათმობად” აფასებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

  • „საქართველოში ტერორმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის შემდეგ, მმართველ ელიტამდეც მიაღწია: მინისტრები (თავდაცვის მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი) ციხეში არიან!
  • ყოფილ პრემიერ-მინისტრ, თავდაცვის მინისტრ და შინაგან საქმეთა მინისტრ ღარიბაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა!
  • რეჟიმი პოზიციებს თმობს“, – წერს ზურაბიშვილი X-ზე