მოწამლულია გაურკვეველი რუსული წარმოების ნივთიერებით!
ლიტვინენკო,სკრიპალი, ნავალნი, ახლა უკვე სააკაშვილიც. სცენარი მრავალჯერ გადამუშავებული, დახვეწილი და უცვლელი: მოწამლულია გაურკვეველი, ხაზგასმით ” რუსული” წარმოების მომწამვლელი ნივთიერებით!
მთავარი დამნაშავე: ვ.ვ.პუტინი და ” მის მიერ მართული რუსი ოლიგარქი”.
არ გამიკვირდება, თუ ამ გაცვეთილ ვერსიას მთლიანად დასავლეთი თუ არა, ევროპული პარლამენტის ნაცისტური ფრთა მაინც აუბამს მხარს.
მოტივიც იდეალურად შესაბამისი: “პუტინის წინააღმდეგ მებრძოლის და პირადი პატიმრის” სამკურნალოდ ბერლინში, შარითეს სახელობის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა.
წინაპირობა:
ვერსიის გასამყარებლად შესაძლოა სააკაშვილის რომელიმე უკვე დიდი ხნის ტვინმოწამლული ადვოკატი, “მსგავსი სიმპტომებით” ინფიცირებული გერმანიის ან ინგლისის “შესაბამის” საავადმყოფოში მოხვდეს, სადაც მას აუცილებლად “დაუდასტურდება ” მოწამვლის ფაქტი, ანუ შეიქმნება ირიბი მტკიცებულება იმისა, რომ ყოფილი მესამე მთავარსარდალი მოწამლულია, რასაც, რათქმაუნდა “ქართული ხელისუფლება მალავს”!
შედეგი: საქართველოს ხელისუფლება მოწამვლის აბსურდული ფაქტის გასაქარწყლებლად, იძულებული შეიქმნება უკვე თავად მოითხოვოს მსჯავრდებულ სააკაშვილის უცხოეთის იმავე(!) კლინიკაში გადაყვანა!
სცენარის გენიალურობა მის სიმარტივეშია, მითუმეტეს, როცა მის უკან ევროპარლამენტის მინიმუმ 47 წევრი დგას, რომლებიც ღიად მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას “ჰუმანიტარული მიზნებით და პოლარიზაციის შესამცირებლად” სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ.
გამოსავალი: არც მწვადი იწვება და არც შამფური, ხელისუფლებაც კმაყოფილია, იდეალურად თავს აღწევს შექმნილი კრიზისიდან და სააკაშვილის ფანკლუბიც- საქართველოს დაბრკოლება ევროპულ გზაზე მოხსნილია!
არ იზამენ თუ რა?!