დავით ქართველიშვილი: “არაბიზაცია” თითოეულის გულში ეძებეთ!
ხელისუფლების წინააღმდეგ ატეხილი ე.წ. “არაბიზაციის” კამპანიის შესახებ წერს ექსპერტი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი და ნეო-დემიურგების სექტის თუ პროცენტნახევრიანი პარტიების წევრებს რჩევას აძლევს, “ცბიერ/უკანალებიანი” შეკითხვების ავტორებს კი ზუტს ადრესატამდე აგზავნის.
- “ვინც აწვებით “აქსიომას”, რომ ღმერთი არა არს მოწყალე – არამედ სჯის. რომ ღვთისმშობელმა მიატოვა იბერია და წილხვდომილობაში – აშ-შაიმა ბინტ ალ-ჰარისს გადასცა.
- ვინც სამების საკათედრო ტაძრის გუშინდელ აღმშენებელს, პატრიოტს და მეცენატს – ხვალინდელი გრანდიოზული მეჩეთის პრარაბად მოიხსენიებთ.
- ვინც ამ ხელისუფლებას – გაუგონარ, საუკუნოვან ღალატში სდებთ ბრალს.
- ვინც უარყოფს წმ. ზოსიმეს ენაზე ბოლო ჟამს ცხვრებისა და თიკნების განსჯის წინასწარმეტყველებას.
- ვინც ქართული ენის – არაბულად ჩანაცვლებას პროგნოზირებთ.
- მოკლედ, ნეო-დემიურგების სექტა იქნება თუ პროცენტნახევრიანი პარტიების წევრები – თქვენი “ცბიერ/უკანალებიანი” შეკითხვებით მიმართეთ მითითებულ მისამართებს. ჩემთან კედელზე შეძახილით “ტფუი ეშმაკს” და “მართლუკუმ სატანავ, განვედი ჩემგან” – ავტომატურად დაბლოკილები იქნებით.
- შეკითხვის ავტორებს: “რა გვეშველება” და “გვეშველება რამე” – აქამდე რეკომენდირებულ მისამართებს გავუმეორებ: გამოცდილი ფსიქოლოგი (ძვირია) ან მორწმუნე მღვდელი.
- “არაბიზაციას” გარეთ ტყუილად ნუ ეძებთ – თქვენი მცირემორწმუნეობით და მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობით, გამოცდილი მანიპულატორები ოსტატურად სარგებლობენ.
- მაგრამ “არაბიზაცია” თითოეულის გულში ეძებეთ, საიდანაც ნებაყოფლობით უფალი განდევნეთ და არა მის სიყვარულში, არამედ ყოველდღიურ შიშებში ცხოვრობთ.
- ასე ხდება ხოლმე – გულიდან უფლის განდევნით, ცხონების გზიდან გადმოსვლით – შიში გეუფლება. უფლის დაბრუნება, მასთან დაკაკუნება და ლუციფერის დამარცხება: ლოცვით და მარხვით – თქვენ არ გინდათ.
- ამიტომ, როგორც მინიმუმ – მე თავი გამანებეთ. ჩემს უფალს, ჩემს საქართველოს, ჩემს იმედს, ნდობას და სიყვარულს მის მიმართ – არაფერი ემუქრება. თქვენ იკითხეთ – “არაბიზაცია” თქვენშია…“- წერს ქართველიშვილი.
