გავიხსენოთ მაიდანი, მოვაწყოთ ბარიკადები, გავჭიმოთ მავთულხლართები…
როგორც აღმოჩნდა, ევროკავშირის ელჩს მიმოწერა აქვს, ცივსისხლიანად გეგმავს ქუჩის ომს – „გავიხსენოთ მაიდანი“, „დავამზადეთ ფარები“, „მოვაწყოთ ბარიკადები“, „გავჭიმოთ მავთულხლართები“,„დავყაროთ ლურსმნები“, „შეიძინეთ პიროტექნიკა – წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ძალადობის აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს და ევროკავშირის ელჩს შორის აქტიური მიმოწერის შესახებ.
- “გუშინ შევიტყეთ, რომ ხელისუფლების დამხობის მცდელობამდე რამდენიმე დღით ადრე ევროკავშირის ელჩმა შარშანდელი არჩევნების შემდეგ, ძალადობის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ზვიად ცეცხლაძეს ციხეში მხარდამჭერი წერილი მიწერა.
- ქვემოთ მოცემულ ვიდეოში, რომელიც საჯაროც გახდა და სისხლის სამართალის საქმის ნაწილი იყო, კარგად ჩანს, რომ ცეცხლაძე, რომელთანაც, როგორც აღმოჩნდა, ევროკავშირის ელჩს მიმოწერა აქვს, ცივსისხლიანად გეგმავს ქუჩის ომს – „გავიხსენოთ მაიდანი“, „დავამზადეთ ფარები“, „მოვაწყოთ ბარიკადები“, „გავჭიმოთ მავთულხლართები“,„დავყაროთ ლურსმნები“, „შეიძინეთ პიროტექნიკა“.
- წინა პოსტში დავწერე დიპლომატთა მისიაზე, კედლების ნაცვლად ხიდები რომ უნდა აშენონ. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხოლო ხიდს – ტერორისტებსა და მოძალადეებს.
- ბრიუსელის მიერ არჩეული ანტიქართული გზა ტერორისტების მხარდაჭერამდე რომ მივიდოდა, ეს დიდი ხნის წინ იყო აშკარა.
- ჩვენც ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ.
#სირცხვილია- წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
https://www.facebook.com/shpapuashvili/videos/1407602257654972


