16 ოქტომბერი 2025

მეცნიერებმა დედამიწაზე საშიში ანომალიის გაფართოება დააფიქსირეს

ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ სამხრეთ ატლანტიკაზე მდებარე დედამიწის მაგნიტური ველის სწრაფი შესუსტების შესახებ განაცხადა. 2014 წლიდან მისი ფართობი კონტინენტური ევროპის ზომამდე გაიზარდა და აფრიკისკენ გაფართოებას აგრძელებს.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ რეგიონზე მფრინავი ხელოვნური თანამგზავრები რადიაციის გაზრდილ დოზებს მიიღებენ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაუმართაობა, ელექტროენერგიის გათიშვა და კრიტიკული აღჭურვილობის დაზიანება.

  • ამ რეგიონში რაღაც განსაკუთრებული ხდება, რაც ველის კიდევ უფრო შესუსტებას იწვევს“, – აღნიშნა გეომაგნეტიზმის პროფესორმა კრის ფინლეიმ.

მკვლევარებმა ბოლო 11 წლის განმავლობაში კანადის თავზე მაგნიტური ველის შესუსტება და მისი სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილება დააფიქსირეს .
ექსპერტების აზრით, ამ ყველაფერმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მთელ მსოფლიოში ელექტრონულ ინფრასტრუქტურაზე და საჰაერო მოგზაურობის უსაფრთხოებაზეც .
მეცნიერები აცხადებენ, რომ მარჯნის რიფების დაღუპვამ, მყინვარების დნობის დაჩქარებამ და ოკეანის დინების ცვლილებამ შეიძლება გლობალური ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ დედამიწა არასტაბილურობის ახალ ფაზაში შედის, სადაც უმცირესი ანომალიაც კი შეიძლება კატასტროფად გადაიქცეს.