დაოკდით, თორემ ვნახავთ თქვენს გაჩეჩვას და ნეხვიანი წკეპლებით ერთი ადგილის აწითლებას!
საქართველოს მტრებო, საქართველოში სისხლიანი რევოლუციის მოსურვეებო, რას როშავთ, რის მშვიდობიანი დამხობა? დაოკდით, გეყოთ ბაქიბუქი და 4-მდე ნელ – ნელა შეეგუეთ გარდაუვალ მარცხს!
საქართველო ნეპალი ან მოლდოვეთი არაა, დაიჯერეთ, არ გატყუებთ, ქვეყნის 64-ე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ და საქართველო გაიმარჯვებს!
ერთი „დიდი ქართველის“ არ იყოს „პუტინი დამპალია“ და თქვენ კი – ლაჩრები ხართ!
-თქვენ, პირდაპირ თქმის გამბედაობის უკანალიც არ გაქვთ, რომ ღიად დაარქვათ თქვენს მზაკვრულ ჩანაფიქრებს საკუთარი სახელი – „რევოლუცია“, „გადატრიალება“ „რევანში“.
-ვერავინ ვერაფერს იზამს, ვერანაირი გამოძერწილი ლიდერის შენიღბული გამონათქვამი თქვენ ვერ გიშველით, არანაირი შიდა პროვოკაციის თუ გარე ძალის იმედი, ღიად თუ დაფარვით თქვენ არ გქონდეთ!
თქვენი დრო წასულია. დასრულდა საქართველოს ხელისუფლების ირიბი თუ პირდაპირი მართვა ამერიკის საელჩოდან, საქართველო არასდროს დაბრუნდება მონობის ეპოქაში, თქვენი ნებისმიერი „ღვაწლი“ იქნება უშედეგო, გამოწვეული სტრესი კი უ-ზარ-მა-ზაარი!
მე-13 წელია და ყელში ამოვიდა ყოველი არჩევნების წინ თქვენი მუქარა „დამხობის“, „გადატრიალების“, ანგარიშსწორების, შავ-შავი და ფუნა -ფუნა ე.წ. ჟურნალისტების მიერ ახალ-ახალი სკანდალების გამოძერწვის, დაქოქილი და გაქცეული ივანიშვილის, დამფრთხალი ხელისუფლების, „რუსეთში შეთრევის“, „კადიროვის უჩინარი არმიის“…
დღეს, საქართველოს ხელსუფლების ყველა შტო ისეთი ძლიერია , როგორც არასდროს. ტყუილად იღწვით ძალოვანი სტრუქტურების რიგი თანამშრომლების დისკრედიტაციით.
მიუხედავად ევროპული, რიგი სახელმწიფოების უსაფრთხოების სამსახურების მსტოვრების „მაქინდრობის“, თავის მოწოდების სიმაღლეზეა პოლიცია და საქართველოს უსაფრთხოების სამსახური.
ეჭვი არ შეგეპაროთ, ისინი ფლობენ ყველა ინფორმაციას მათს და თქვენს მიერ დასახულ თუ ჯერ არ მოფიქრებულ აზრების შესახებ!
შეიგნეთ, ეს არ არის 2003 წელი, როდესაც ფაშისტი სააკაშვილი ძალაუფლების ძალადობრივად ხელში ჩასაგდებად , რომ არა ედუარდ შევარდნაძის სახელმწიფოებრივი ქმედება ღირსეული ნაბიჯის გადადგმით და შორსმხედველობა- მშვიდობას შეეწირა საკუთარი თანამდებობა, მზად იყავით სისხლისღვრაზე და მსხველპთშეწირვაზე.
დღეს, ინფორმაციის წამიერი გავრცელების ეპოქაა და მიუხედავად თქვენს ოკეანისგაღმა ინსტრუქტორების მიერ ნასწავლი ფანდების – ინფორმაციის შენიღბვის, დამახინჯების, თეთრს -შავად წარმოსახვის, უკუღმად გაშუქების, ადამიანთა ფაქიზ ემოციებზე თამაშის, არა არს დაფარული და წამიერად მიიღებთ ბუმერანგისებურ, სამართლებრივ პასუხს.
დიახ, შეცდომები არის და იქნება, მაგრამ დღეს საქართველოს ხელისუფლებას აქვს თვითგაწმენდის უნარიც და ვისაც ხელი წაუცდება პასუხს აგებს კანონის წინაშე, ვინც არ უნდა იყოს ის, თუნდ, ყოფილი მინისტრი ან პრემიერი!
კანონის წინაშე დღეს ყველა თანაბარია და ამ კანონის წინაშე პასუხისგება მოგიწევთ თქვენც, ღრმად პატივცემულო აკაცუკებო, მერე გინდ „სინდისის პატიმრები“ დაირქვით და გინდ შაშა-კაკოლა!
- დაოკდით და გონს მოეგეთ, რადგან თქვენ არ გინახავთ თქვენი უზნეო საქციელის გამო ყელში ამოსული, განრისხებული ადამიანების პასუხი… ძალიანაც არ გადახვიდეთ ეშხში, თორემ ხალხს და თქვენს შორის შუაში ჩამდგარი ვერანაირი საპოლიციო ძალა ვერ გააჩერებს მარტივად რომ ვთქვათ- თქვენს გაჩეჩვას და ნეხვიანი წკეპლებით ერთი ადგილების აწითლებას.
არ დაგღუპოთ „ოთხში დაწყებას და დასრულების“ რწმენამ. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ღრმად მორწმუნე ადამიანში ცრუ ან ტყუილი იმედების გაცრუება ძლიერ ფსიქოლოგიურ და სულიერ რეაქციების გამომწვევია და სექსშეკავებულებმა ვინძლო ერთმანეთს არ ავნოთ!
4 ოქტომბრის შემდგომ, ვეჭვობ, თქვენი ხანგრძლივი იმედგაცრუება სასოწარკვეთილებაში, უიმედობაში და დეპრესიაში გადაიზარდოს. მოიმარაგეთ ანტიდეპრესანტები და კიდევ ერთხელ შეეგუეთ გარდაუვალ მარცხს.
პირველკურსელი სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ნებისმიერი სტუდენტი გეტყვით , რომ სახელმწიფოს უმრავლესობის მიერ არჩუელი ხელისუფლება მართავს. ეს ასეა -აქანაც და ყველგან.
- არ მოგწონთ საქართველოს უმრავლეობის მიერ არჩეული ხელისუფლება? შეგიძლიათ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის რჩევას მიმართოთ და იცხოვროთ იმ ქვეყანში, რომელიც თქვენს გულთან და სხვადასხვა ორგანოებთან ახლოსაა.
ღრმა აკაცუკური პატივისცემით: ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია
