4 თებერვალი 2026

საქართველოში ხელისუფლების დამხობის გეგმის ორგანიზებას ბაჩანა ახალაია უწევდა

სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის ძალოვნებს გამჩენი არ ასვენებთ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით სააკაშვილის ყასაბი – ბაჩო ახალია და “მისი საძმო” აქტიურად არიან ჩართული საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩასაგდებად დაგეგმილი ტერორისტული აქტების განსახორციელებლად. ლევან (ანიტა) ხაბეიშვილი კი მათ მხოლოდ მოლაპარაკე თავად და ბუტაფორიად სჭირდებოდათ.

Prime time -თვის ცნობილი ხდება, რომ ახალაია, რამდენიმე ყოფილ ძალოვანთან და ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ერთად რამდენიმე კვირის განმავლობაში ამუშავებდა 4 ოქტომბერს, არეულობის მოწყობის შემდეგ პარლამენტის “აღების” (არა მხოლოდ! ) გეგმას.

შეკრების ადგილად შავიშვილის ქუჩაზე არსებული, მისი ცოლის, ანი ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებული სახლი აქვთ არჩეული.

prime time – მა გაარკვია, რომ თბილისში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსანი, ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ოდიოზური ლიდერი ბაჩო ახალაია პერმანენტულ კავშირზეა უკრაინის სპეცსამსახურებთან, რასაც კოორდინაციას უკრაინის ხელისუფლების მოქმედი მაღალჩინოსანი, გია ლორთქიფანიძე უწევს.

სანდო წყარომ ნაცმოძრაობის რიგებიდან ასევე განაცხადა, რომ გეგმის სისრულეში მოსაყვანად ახალაია სახლში ფიზიკურად ინახავს პარლამენტის შენობის დიდ მაკეტს, რათა თანამზრახველებს დეტალურად აუხსნას შენობის პიკეტირების სამოქმედო გეგმა, რაც თავის მხრივ, აქტივისტებთან უნდა ჩაიშალოს.

რაც შეეხება ახალაიას კავშირებს „ასაფეთქებელი ნივთიერების“ სკანდალურ საქმესთან, წყაროს ინფორმაციით ახალაია რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდებოდა „დახმარებას უკრაინიდან“, დახმარება კი ძალიან დიდი ალბათობით სწორედ ეს ასაფეთქებელი ნივთიერებაა.

ამასთანავე, ახალაია მუდმივ კავშირზეა გია ლორთქიფანიძესთან და ინფორმაციით, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, სწორედ მას უნდა გაეწია კოორდინაცია, რათა ტვირთი მისულიყო ავლაბარში, „ავლაბრელ მეგობართან“, როგორც თავად მოიხსენიებდა.

ბაჩო ახალაიას უახლოესი გარემოცვის წევრები prime time-ს უდასტურებენ, რომ განსაკუთრებით ბოლო 1 თვის განმავლობაში, ბაჩო ახალაია შავიშვილის ქუჩაზე იმყოფება, რამდენიმე დღის წინ კი მან უახლოეს მეგობრებს უთხრა, რომ მას დრონებით, ინტენსიურად უთვალთვალებენ და შესაძლოა ამან მათ გეგმებს პრობლემები შეუქმნას.

.