ქუჩაში დაძრწოდა,თან ქუჩაში თბილისის ინფრასტრუქტურულ პრობლემებს სწავლობდა
რა კარგი დრო იყო 2011 წელს, კონსტიტუცია შეცვალეს და ეს 21 წლის გოგო მარიამ საჯაია, პარლამენტის წევრი გახდა შემდეგ წელს. მაგრამ რად გინდა, პოლიტიკის ამომავალი ვარსკვლავი 4 წელიწადში ოცნებამ პენსიაში გაუშვა.
მერე გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ მის პროტეჟეს მისთვის 800 ლარიანი სამკაული უყიდია ბიუჯეტის თანხით და სხვა 9 მილიონის გაფლანგვასთან ერთად ამ ეპიზოდზეც 12 წელი მიუსაჯეს.
ზის ახლა დიდი ნიჭის და ტალანტის აღმომჩენი კაცი ვივამედში.
ოცნება კი ნიჭიერებს არ აფასებდა, მხოლოდ ახლა იპოვეს დიდი გენიოსი, მომავალი ტალეირანი თუ ბისმარკი, 21 წლის ლუკა ძაძამია.
იმედია, ამ პერსპექტიულ ახალგაზრდას მიეცემა ნიჭის გამოვლენის საშუალება.
მართალია 2 წელი ქუჩაში დაძრწოდა, სხვა უსამშობლო აკაცუკებთან ერთად და ქართველებს გვაგინებდა, მაგრამ თან ქუჩაში თბილისის ინფრასტრუქტურულ პრობლემებს აკვირდებოდა, სწავლობდა.
ამ დიდი გამოცდილებით ნახე რამდენი საქმე გააკეთოს საკრებულოში😊
