მდინარაძეს ოთხი მოადგილე ეყოლება
სუს-ის ახალ უფროსს მამუკა მდინარაძეს 4 ახალი მოადგილე ეყოლება. მათგან პირველი მოადგილე იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძეა. მოადგილედ ასევე სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში ლევან ხარაბაძე დაინიშნა.
- პროფესიით სამართალმცოდნე ლაშა მაღრაძე ბოლო ერთი წლის განმავლობაში უწყებას და თანამდებობას უკვე მესამედ იცვლის.
2025 წლის თებერვლიდან აპრილამდე ის ახლად შექმნილი სპორტის სამინისტროში მინისტრის მოადგილის ადგილს იკავებდა, აპრილში კი მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრობა ანრი ოხანაშვილისგან პაატა სალიამ გადაიბარა, ლაშა მაღრაძე იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე გახდა.
სპორტის სამინისტროში მისვლამდე ის სს „ჯინო ჰოდინგის“ პრეზიდენტის თანაშემწე იყო.
2022-დან 2025 წლამდე შპს „სამართლის ინოვაციური სკოლის“ დამფუძნებელი/მმართველ პარტნიორიც იყო.
- 2019-2020 წლები საქართველოს გენერალური პროკურატურაში, პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის სამმართველოს მრჩეველი,
- 2013-2018 წლებში სსიპ – იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი.
- 2010-2013 წლებში საქართველოს უზენაეს სასამართლოში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი,
- 2008-2010 წლებში კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროში, თავმჯდომარის ნიკანორ მელიას მოადგილის პოზიციებზე მუშაობდა.
- 2000-იანი წლების სხვადასხვა პერიოდში კი იუსტიციის სამინისტროში სააღსრულებო დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს უფროსის, ასევე საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარების სამმართველოს უფროსის პოზიციებზე იყო.
- ამასთან, საია-ს პენიტენციური სისტემის რეფორმის მონიტორინგის პროექტის კოორდინატორი, გენერალურ პროკურატურაში ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი და საია-ს იურიდიული დახმარების ცენტრის კონსულტანტი იყო.
მდინარაძის მოადგილე ასევე ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში ლევან ხარაბაძე 1980 წ. გახდა.
- 2010 – 2013 წწ. – ძვ. თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსი,
- 2009-2010 წწ. – ძვ. თბილისის სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი,
- 2007 -2009 წწ.- ძვ. თბილისის სამმართველოს მე-6 განყოფილების უფროსი,
- 2007 წ. – ძვ. თბილისის სამმართველოს ავტოტრანსპორტის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ქვეგანყოფილების უფროსი,
- 2006 – 2007 წწ. – თბილისის ვაკე-საბურთალოს მე-3 განყოფილების უფროსის მოადგილე,
2004 – 2006 წწ. – თბილისის ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურის უფროსი გამომძიებელი.
