7 თებერვალი 2026

მასკი: ევროკავშირი ყველა ქვეყანამ უნდა დატოვოს!

ილონ მასკმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა. მან ევროკავშირის ყველა ქვეყანას ბლოკის დატოვებისკენ მოუწოდა. მასკი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი ევროპაში დემოკრატიას ანგრევს.

  • „ირლანდიამ ევროკავშირი უნდა დატოვოს. ჩემი აზრით, ყველა ქვეყანამ უნდა დატოვოს. ის ევროპაში დემოკრატიას ანგრევს“, – წერს მასკი ევროპის სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილების კომენტირებისას.

სასამართლომ დაადგინა, რომ ირლანდიის მთავრობას არ შეუძლია ქვეყანაში საბინაო დეფიციტის გამოყენება თავშესაფრის მაძიებლებისთვის უარის თქმის საბაბად.