14 დეკემბერი 2025

არალეგიტიმურმა ზელენსკიმ ადგილობრივი არჩვენებიც გააუქმა

უკრაინაში 2025 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები გაუქმდა მიმდინარე საომარი მდგომარეობის მოტივით. ამის შესახებ ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) განაცხადა.

„უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ( რომელიც წინააღმდეგობაშია ქვეყნის კონსტიტუციასთან) მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად ტარდება ადგილობრივი საბჭოებისა და თავმჯდომარეების არჩევნები ოქტომბრის ბოლო კვირას და, შესაბამისად, უნდა ჩატარებულიყო მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლო კვირას. ვინაიდან, შემოღებულია საომარი მდგომარეობა, არჩევნები არ გაიმართება“, – ნათქვამია ტექსტში.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ ზელენსკი აპირებს უკრაინის კონსტიტუციის შეცვლას ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

მან უკანონოდ გააუქმა საპრეზიდენტო არჩევნები “ქვეყანაში არსებული საომარი მდგომარეობის მოტივით”. რადას დეპუტატმა ალექსანდრ დუბინსკიმ არ გამორიცხა, რომ ზელენსკის უბრალოდ ეშინია არჩევნების, რადგან იცის, რომ წააგებს.