19 მარტი 2025

სააკაშვილი ცოფებს ყრის,კედლიდან ზელენსკის და მზიას სურათები ჩამოხია

წყარო, პირობითად სახელად  დეიდა ნანული, „ თბილისი 24“-ს კლინიკა „ ვივამედიდან“ ატყობინებს, რომ საქართველოს „აღმაშენებელი“ პრეზიდენტი  ზედმეტად განრისხებულია, მთელი საღამო მთელს ხმაზე უშვერი სიტყვებით ილანძღება ,  მის პალატაში  კი ექიმების რიგი დგას.

  • „ არ ვიცი შვილო რამ გამოიწვია ესე მისი  განრისხება, მე თქვენი წერილის მერე ძლივს გადავრჩი გათავისუფლებას, ეხლაც ვრისკავ, მაგრამ ჩემს გარდა იქ 5-6 ექიმი იყო.
  • ძალიან აღგზნებულია, უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა მზიას, ალბათ იმ ქალს  პოლიციელს რომ დაარტყა, რატო ქნაო ესე, რა კარგად მიდიოდა-ო,  ერი არ დაივიწყებდაო… 
  • ტრამპს და ზელენსკის ლანძღავდა.  “ის რიჟა სატანაო” , ალბათ ტრამპზე ყვრიოდა. იმ ქალის და ზელენსკის დახეული სურათები იატაკზე ეყარა , ბოდიში უნდა გითხრათ შვილებო, მაგარამ შარდიანი. გაუხმეს საოხრე.
  • ექიმებიც კარგად მიგვალანძღა, „ნინოს კუდი“  ხართო,  თქვენც  იმნაირი ქოცი ხართ-ო.  უფროსს ვერ უბედავს , ერთი მაგის ეშინია, დაპირდა- „ ერთი შენი კრინტი და გაგაპინტრიშებ“-ო აქედან , ვინც გინდა იმან მოგხედოს-ო.
  • რაღაც ” კოქტეილი” გავუკეთეთ და ცოტა ხანი გაუძელი, მიეგდებაო – მითხრა კოლეგამ. ამოიღონ ჩანაწერები და ნახავენ რომ არ ვტყუი, “ – გვიყვება წყარო კლინიკა „ ვივამედიდან“  მსჯავრდებულ სააკაშვილის  სავალალო ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ.