14 თებერვალი 2025

ქართულმა ოცნებამ კონსტიტუციური უმრავლესობა დაიბრუნა

საქართველოს  პარლამენტში კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისთვის საჭირო  113 ხმის ნაცვლად, დღეიდან 101 კაციან პარლამენტში 76 ხმაა საჭირო. “ქართულმა ოცნებამ” კონსტიტუციური უმრავლესობა დაიბრუნა, რაც  საქართველოს კონსტიტუციის  77-ე მუხლის თანახმად , კონსტიტუციის გადასინჯვისთვის საკმარისია.

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებს – ჯამში, 49 დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.

პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველი მანდატების შეწყვეტის თაობაზე მათი პირადი განცხადებები გახდა, რომლითაც პარლამენტს გასული წლის ნოემბერში მიმართეს.

პარლამენტში 12 მანდატით რჩება პარტია „გახარია საქართველოსთვის“.  გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება სხვა პარტიების მსგავსად, 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მათ განცხადება არ დაუწერიათ.

ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად „ძლიერმა საქართველომ“ 14 მანდატი მიიღო, „კოალიციამ ცვლილებისთვის“ პარლამენტში 19 წევრი გაიყვანა, ხოლო „ერთიანობა -ნაციონალურმა მოძრაობამ“ 16 მანდატი მოიპოვა.

პარლამენტის წევრები, რომელთა პირადი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო მანდატი შეუწყდათ, არიან:

  • მარიკა არევაძე,
  • ლაშა ბაქრაძე,
  • თინათინ ბოკუჩავა,
  • საბა ბუაძე,
  •  გიორგი ბუტიკაშვილი,
  •  გრიგოლ გეგელია,
  • ანა გოგოლაძე,
  •  სოფია გოლეთიანი,
  •  ანა დოლიძე,
  •  გიორგი ვაშაძე,
  • თენგიზ თევზაძე,
  • ქეთევან თურაზაშვილი,
  • გიორგი იმედაშვილი,
  • გიორგი კირთაძე,
  •  ცოტნე კობერიძე,
  • მაია კოპალეიშვილი,
  •  თამარ კორძაია,
  •  ირაკლი კუპრაძე,
  • თამარ ლალიაშვილი,
  •  გიორგი ლემონჯავა,
  •  ნანა მალაშხია,
  • ნიკანორ მელია,
  •  იაკობ ნაყოფია,
  • ანა ნაცვლიშვილი,
  • რამაზ ნიკოლაიშვილი,
  •  კახაბერ ოქრიაშვილი,
  •  დავით რაქვიაშვილი,
  • სალომე სამადაშვილი,
  •  ხათუნა სამნიძე,
  • ლევან სამუშია,
  • ირაკლი ფავლენიშვილი,
  •  ანი ქავთარაძე,
  •  ოქტაი ქაზუმოვი,
  • ბორის ყურუა,
  • ფიქრია ჩიხრაძე,
  • პეტრე ცისკარიშვილი,
  • ლევან ცუცქირიძე,
  • გიორგი წერეთელი,
  • ანა წითლიძე,
  •  ივანე ჭყონია,
  • ლევან ხაბეიშვილი,
  • მამუკა ხაზარაძე,
  • ეკა ხერხეულიძე,
  • ირაკლი ხვადაგიანი,
  • ელენე ხოშტარია,
  •  ბადრი ჯაფარიძე,
  • გაიოზ ჯაფარიძე,
  • ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
  •  სოფიო ჯაფარიძე