ეროვნული ღირსების დასაცავად საქმე დასწრებაზეა, ქართველები არ უნდა შევეგუოთ დასავლეთის შანტაჟს და ულტიმატუმების ენით საუბარს!

ეროვნული ღირსების დასაცავად საქმე დასწრებაზეა, ქართველები არ უნდა შევეგუოთ დასავლეთის შანტაჟს და ულტიმატუმების ენით საუბარს!
საქართველოს ხელისუფლებავ, დღეს არის ისტორიული მომენტი, როცა სრულად გაქვთ გახსნილი ხელ-ფეხი ქვეყნის ახალი ისტორიის დასაწერად.
რაც არ უნდა ურთიერთობის მაქსიმალურ გადატვირთვას ველოდოთ დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაციისგან, მეტ მავნებლობას კოლექტიური დასავლეთი, მათ მიერ ნაკვები მე-5 კოლონის ხელით, საქართველოს ვერ მოუტანს.
მთელი ძალა, რესურსი, ყველა პოლიტიკური კარტი მათ უკვე გამოყენებული აქვთ. მათი ქმედებები დღითი -დღე აგრესიული და საშიში ხდება. ისინი ღიად მოუწოდებენ განსხვავებული აზროვნების, შეხედულების მქონე ადამიანების მკვლელობისკენ, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის და ხელისუფლების დამხობისკენ. აშშ-ს დიპ-სტეიტის, ომის პარტიის მონობისგან თავს ვერ(არ) დახსნილი ევროპა, ევროპარლამენტი, ევროსაბჭო და მმართველი ორგანოები დღითი-დღე აძლიერებენ ზეწოლას და შანტაჟს საქართველოს ხელისუფლების მიმართ.
ქართველებს არსებობის, გადარჩენის სხვა ალტერნატიული გზა არ გვაქვს, გარდა იმისა,რომ:
1. ყოველგვარი ულტიმატუმის გარეშე აღადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან,
2. თხოვნით მიმართოთ რუსეთის ფედერაციას გაწიოს შუამდგომლობა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან – ერთიანი, ფედერალური სახელმწიფოს შესაქმნელად, საქართველოს სსრ-ს საზღვრებში,
3. დაიწყოს მოლაპარაკებები ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ბრიქს-ის კავშირში გასაწევრიანებლად,
4. დანიშნოთ ახალი რეფერენდუმი საქართველოს ევროპული კურსის ( ნდობის ) განსაზღვრის შესახებ, რადგან 2008 წლის 5 იანვრის არჩვენები, რეფერენდუმის ჩათვლით იყო ყალბი და არ გამოხატავდა ქართველი ხალხის რეალურ ნებას,
5. ევროკავშირისგან საბოლოო უარის , ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში, ხელისუფლებამ განაცხადოს რუსეთ- ბელორუსიის საკავშირო ეკონომიკურ კავშირის წევრობის მოთხოვნის შესახებ ,
სხვაგვარად, დასავლეთის გამოცხადებულ ღია ომს საქართველო ვერ გაუძლებს, მუდამ ვიქნებით თავის მართლების და ქუჩაში მოხეტიალე ბრბოს ფსიქოლოგიური შანტაჟის რეჟიმში, დავსუსტდებით ეკონომიკურად და მეტად მოგვეკერება “გარიყული ერის ” იარლიყი.
ეროვნული ღირსების დასაცავად საქმე დასწრებაზეა, ქართველები არ უნდა შევეგუოთ დასავლეთის შანტაჟს და ულტიმატუმების ენით საუბარს.
თუ, ევროპას რეალურად სურს საქართველო მათ ” დიდ ევროპულ ოჯახში “, (და არა რუსეთის წინააღმდეგ ბრმა იარაღად საქცევად) მიღება , საქართველოს დღეს გააჩნია ყველა მიღწევა, შედეგი, აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, კრიტერიუმს, ევროკავშირში, თუნდაც დღესვე, ყოველგავრი დათქმის და საგამოცდო ვადის გარეშე გასაწევრიანებლად!
იმპერიათაშორისი შეთანხმებით, საქართველოს შეეძლო ქცევა ცივილიზაციათა დამაკავშირებელ ხიდად, ევროპასა და აზიას, ევროკავშირსა და რუსეთს შორის, თუმც როგორც ილია ჭავჭავაძეი ტყოდა: “საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისა მამაცისაგან”, ეს არის ჩემი რჩევა, რჩევა თქვენის ქვეყნის შვილისა“.
საქართველოს, აზერბაიჯანთან, რუსეთის ფედერაციასთან, ბელორუსთან და სხვა აშშ-ს არავასალ ქვეყნებთან ერთად დამოუკიდებლადაც შეუძლია წარმატების მიღწევა საკუთარი, ეროვნული პოლიტიკის გატარების გზით!
წინ , ღირსებით საქართველოსთვის!
ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია