რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: გამოვთქვამთ რწმენას, რომ საქართველო დასავლეთის „სათამაშო“ არ გახდება

დასავლური ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ შეცვალონ საქართველოს ხალხისა და ხელისუფლების არჩევანი , უყენებენ ულტიმატუმებს, მაგრამ მოსკოვს მიაჩნია, რომ თბილისს ექნება საკმარისი თავშეკავება, რომ არ გახდეს დასავლეთის „სათამაშო“, განაცხადა ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ .
- „ისინი თბილისისთვის ულტიმატუმს აყენებენ: ან დასავლეთთან, ან რუსეთთან. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს მოსახლეობას ექნება საკმარისი თავშეკავება და სიბრძნე, რომ არ გახდეს სათამაშო სხვების ხელში, რაც ქვეყანას ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობისკენ უბიძგებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მუდმივმა წარმომადგენლებმა 24 იანვარს გამართულ შეხვედრაზე დაამტკიცეს გადაწყვეტილება ქართველ დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ.