ფიცო: გამოცდილება გვაქვს იმისთვის, რომ საქართველოსა და უკრაინის უშიშროების ძალებმა ვერ შეძლონ ჩვენი დამხობა

სლოვაკეთის პრემიერ მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მისი მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ მასობრივ საპროტესტო აქციებში მონაწილეთა 30% უკრაინელია.
რობერტ ფიცო ათიათასობით ადამიანის მოთხოვნას არ შეასრულებს და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს დატოვებს. აქციის ორგანიზატორების შეფასებით, მხოლოდ დედაქალაქში ანტისამთავრობო აქციაზე 60 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა.
მან ასევე განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებს ესწრებოდნენ არა მხოლოდ სლოვაკები, არამედ უკრაინელებიც.
პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ სლოვაკეთის რადიოს განუცხადა, რომ ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიძლება მოხდეს.
”ეს აღარ არის 2018 წელი”, – თქვა მან.
2018 წელს ფიკომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც მასობრივი პროტესტი დაიწყო ჟურნალისტ იან კუჩიაკის მკვლელობის შემდეგ.
- „2025 წელს ჩვენ ძალიან გამოცდილი და გამობრძმედილები ვართ იმისთვის, რომ ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და საქართველოსა და უკრაინის უშიშროების ძალებმა ვერ შეძლონ ხელისუფლების დამხობა“, – დასძინა ფიკომ.
სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ აქციის მონაწილეები ორგანიზატორები მოატყუეს.
მისი თქმით, სიცრუეა, რომ მის მთავრობას ევროკავშირის დატოვება სურს.
” ისინი იგონებენ ამბავს, რომელიც ტყუილზეა ადგებული, რომ თითქოს ჩვენ გვსურს სლოვაკეთის ევროკავშირიდან გასვლა.ნებისმიერმა კომპეტენტურმა ადამიანმა იცის, რომ მთავრობას არასოდეს გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ევროკავშირის წევრობას.” დასძინა პრემიერმა.