დუმის დეპუტატი: მთელი ბალტიის რეგიონი რუსეთს უნდა ეკუთვნოდეს

თუ მეორე მსოფლიო ომის შედეგები გადაიხედება- ლიტვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას ლოგიკით,მთელი ბალტიის რეგიონი რუსეთს უნდა ეკუთვნოდეს, განუცხადა რია ნოვოსტის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალექსეი ჟურავლევმა.
მანამდე ნაუსედამ პრეტენზია კალინინგრადის რეგიონის მიმართ განაცხადა. მან კალინინგრადი ლიტვურ „ისტორიულ ქალაქად“ გამოაცხადა, რომელსაც, მისი აზრით, შესაბამისი სახელი უნდა ერქვას. ნაუსედამ განაცხადა, რომ “რაც არ უნდა ეცადოს რუსეთი, კარალიაუჩიუსი არასოდეს გახდება კალინინგრადი”.
- „მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვას თუ ვაპირებთ, მაშინ, ალბათ, მთელი ბალტიის რეგიონი რუსეთს უნდა ეკუთვნოდეს, როგორც ეს იყო რევოლუციამდე. მათ შორის ვილნა – დღევანდელი ვილნიუსი – რომელიც იყო რუსეთის იმპერიის ვილნიუსის პროვინციის დედაქალაქი 1795 წლიდან“, – განაცხადა ჟურავლევმა.
მისი თქმით, რუსეთს შეუძლია ისარგებლოს სუვალკის დერეფნით, რაც მას საშუალებას მისცემს მოაწყოს კალინინგრადის რეგიონთან კავშირი , რადგან დასავლელი პოლიტიკოსები, როგორიცაა ნაუსედა, პერიოდულად ცდილობენ მის იზოლირებას.
- „თუ საჭირო იქნება, ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას არა მხოლოდ სიტყვებით და ნატოს პროგნოზებიც კი აჩვენებს, რომ რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებისას ლიტვა, რომლის არმია ერთ-ერთი ყველაზე სუსტია მსოფლიოში, ერთ დღესაც კი არ გაგრძელდება. მთელი ნატო რომც დადგეს ლიტვისთვის, მისი ბედი ნებისმიერ შემთხვევაში სევდიანი იქნება“, – აღნიშნა დეპუტატმა.
წითელმა არმიამ გაათავისუფლა კონიგსბერგი 1945 წლის 9 აპრილს. ომის შემდეგ, 1945 წლის 17 ოქტომბერს, იალტისა და პოტსდამის კონფერენციების გადაწყვეტილებების შესაბამისად, ქალაქი და აღმოსავლეთ პრუსიის მიმდებარე მიწები სსრკ-ში შევიდა. 1946 წლის აპრილში კონიგსბერგის რეგიონი ჩამოყალიბდა რსფსრ-ს შემადგენლობაში, ხოლო 4 ივლისს მის ადმინისტრაციულ ცენტრს ეწოდა კალინინგრადი.