ბატონო ბიძინა, თქვენ გეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე. წერტილი დაუსვით საქართველოს მტრების თარეშს რუსთაველზე!

პირველ რიგში მოგმართავთ თქვენ, ბატონო პრემიერო, თუ გგონიათ, ხელისუფლების ხელში ჩაგდების ჟინით შეპყრობილ ბრბოს დებატებით რამეს შეაგნებინებთ , მიამიტი ყოფილხართ ან ძალიან ცდებით!
მაპატიეთ და დაცინვის თემად იქცა თქვენი ყოველდღიური პრესკონფერენციები და სიტყვიერი კამათი ე.წ. კრიტიკულ მედიის ზონდერ ე.წ. ჟურანალისტებთან.
ამ ადამინებს აქვთ კონრეტული დავალება- მოაწყონ რევოლუცია, ქვეყანა ჩაითრიონ სისხლიმღვრელ ომში, გააჩნიათ საკუთარი სიმართლე და აზრი არ აქვს, რაც არ უნდა ვინმემ უმტკიცოს საწინააღმდეგო.
- თუ, ფიქრობთ, რომ დიდხანს უყურებს ხელისუფლების უსუსურობას ჩრდილოელი მეზობელი, უშუალოდ ვის წინააღმდეგადაც „სტრატეგიულ მავნებლებს“ სურთ საბრძოლველად საქართველოს გამოყენება, აქაც ძალიან ცდებით!
ამას მოწმობს რუსეთის ფედერაციის პირველი პირების ღია საჯარო განცხადებები, ტოკ-შოუები, ზოგადად საზოგადოებრივი აზრი რუსეთში, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს უკვე „მაიდანს გაქცეულ იანუკოვიჩს“ ადარებენ და პირდაპირ, ღიად მოითხოვენ ფერადი რევოლუციის აღკვეთას საქართველოში.
- ერთი პატარა ნაპერწკალია საჭირო, შეურაცხადი ბრობს მიერ გაღებული მსხვერპლი , რომ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების მორევში გადაეშვას!
- ერთი წამით წარმოიდგინეთ იმ პატარა 13 წლის ბავშვის მკვლელობა, რომელიც მოლოტოვს ესროდა ან რუსეთის სისტიკეზე მოძღვარვდა საქართველოს ?!
ღმერთმა დაიფაროს! ვერანაირი პოლიციური ძალა, გარდა უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების ჩარევისა, დაწყებულ ნეგატიურ პროცესს ვერ შეაჩერებს.
ენის მოჩლექით ლაპარაკის დროა არაა. ის უმოქმედობა, რასაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური ძალადობრივი აქციის დღეებში იჩენს, პირდაპირ მიანიშნებს დილეტანზტიმსა და ქვეყნის ღალატზე.
გაზრახ , დადუვრობით თუ დილეტანტიზმით არ გატარებულა მთელი რიგი ღონისძიებების, რასაც საფუძველშივე უნდა აღმოეფხვრა მსგავსი ძალადობრივი შედეგები და ფაქტია, არ ტარდება დღესაც.
ამის დასტურია უპირველეს ყოვლისა შედეგები ,რასაც დღეს ჩვენ ყველა ერთად ვხედავთ.
საერთოდ გაუგებარია შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედება, როდესაც საკუთარ თანამშრომლებს ტვინგაცხელებული ბრობსგან ხდის ფაქტობრივად ცეცლსასოლი იარაღით ( პიროქტენიკა სხვა არაფერია!) თავდასხმის, დაცინვის, შეურაცხყოფის ობიექტად.
სტატისტიკურად ყოველდღიურად ითვლის დაჭრილ და დაზარალებულ თანამშრომელთა რიცხვს , არ იყენებს კანონოთ მინიჭებულ უფლებს, სპეციალურ საშუალებებს.
ამით ისინი შლიან , მორალურად ანადგურებენ პირველ რიგში საკუთარ უწყებებს, რაც პირდაპირ ღალატის მიმანიშნებელია. სასაცილოა მონოტონური განცხადებები -„ დაშლის შესახებ“.
- ბატონო ბიძინა მოგმართავთ თქვენ, ბევრს მრავალჯერ სამართლიანად უთქვამთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: თქვენ, ერთადერთ ადამიანს გაბარიათ საქართველოს ბედი. ხელოვნურად შექმნილი ქაოსიდან საქართველოს სამშვიდობოზე გაყვანა დღეს თქვენი უმთარესი ამოცანაა. თქვენ გეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე!
როგორც თქვენ გარწმუნებენ- არ არის ყველაფერი კარგად, ვერ აკონტროლებენ სიტუაციას ძალოვანი უწყების პირველი პირები. სახეზეა ერთობლივი ნაზავი დილეტანზტიზმის, საბოტაჟის და ღალატის.
(არანაირი პირადული, არავისთან არც ერთი ძალოვანი უწყების პირველ პირებთან არანაირი შეხება არ მქონია და გთხოვთ, აღნიშნული თანამდებობის პირების ფანებმა თავი შეიკავოთ კომენტარებისგან. ყველაფერი ნათლად, გასაგებად არის დაწერილი.)
- ბატონო ბიძინა , სანამ ქვეყანაში უმართავი პროცესები დაწყებულა მიიღეთ ქმედითი ზომები. საქმე იქამდე არ მივიდეს, რომ ხელისუფლების უმოქმედობით განრისხებულმა ხალხმა ხელში იარაღი აიღოს და დაერიოს ამ ტვინგამორეცხილ ბრბოს!
ჩვენ , ადამიანები ვისაც „სტარეგიული პარტნიორები“ , საქართველოს მტრად ქცეული პრეზიდენტი და ე.წ. ოპოზიციური ლიდერები ადამიანებადაც აღარ გვთვლიან , ვინც ხმა თქვენ მოგეცით, საქართველოს 1.200.000 მოქალაქე, არ დავუშევებთ ქვეყანაში ახალ ფერად რევოლუციას და ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას!
ამ ფორმით გამოვხატავთ ჩვენ , უბრალო, მოკვდავი ადამიანები, ვისაც თქვენამდე მოჯადოებული, ხელოვნური წრის გამო არ გვეძლევა ჩვენი წუხილის და სიმართლის თქმის საშუალება.
ყოველი დღე, ფაქტობრივად ყველას ერთად, ჩვენი შეურაცხყოფაა, თითოეული ნაროლი ქვა- ჩვენთვის ნაროლია და მათი გინება- ჩვენი გინებაა!
სრული პასუხისმგებლობა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე გეკისრებათ თქვენ და ამას არც ისტორია, არც საღად მოაზროვნე ქართველი ხალხი და არც მეზობელი იმპერიები არ გაპატიებენ!
წერტილი დაუსვით საქართველოს მტრების თარეშს რუსთაველზე!