7 დეკემბერი 2024

ზურაბიშვილი ივანიშვილს მისი ძმის პრეზიდენტად დანიშვნას  სთავაზობს

„თბილისი 24“ -ის წყაროს ინფორმაციით საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან მსტოვრებს აგზავნის. ზურაბიშვილი ბიძნა ივანიშვილს  მხარდაჭერის და აღიარების სანაცვლოდ პრეზიდენტის პოსტზე მისი ძმის, ოთარ ზურაბიშვილის კანდიდატურას სთავაზობს.

წყარო დეტალურად გვიყვება  ზურაბიშვილის ივანიშვილთან გაგზავნილი დესპანის საუბრის შინაარს:

  •  „ მე თუ პიროვნულუად მიუღებელი ვარ და რაღა არ დამაბრალეს,  წინადადება მაქვს ასეთი- ხედავენ ალბათ, როგორ კრიზისში და გამოუვალ მდგომარეობაში არიან. ვთავაზობ ასეთ რაღაცას. დანიშნოს, აირჩიოს ჩემი ძმა პრეზიდენტად. სანაცვლოდ, მე  ვაღიარებ არჩევნებს  და გავალ პროცესიდან. პარტიების დაშოშმინება ჩემი საქმე არ არის. ოთარს განათლება არ აკლია და მის სიტყვას დაინახა როგორი ძალა აქვს, ერთი მოუწოდა და  აგერ ბულგარეთის ელჩი გადადგა“- სწორედ მსგავსს გარიგებას  სთავაზობს  ზურაბიშილი ბიძინა ივანიშვილს.