ოქრუაშვილი: ეს ყველაფერი ნიშნავს პუტინის რეჟიმის დასასრულს!
ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (2004წ.), თავდაცვის მინისტრი (2004-2006 წწ), ეკონომიკური განვითარების მინისტრი (2006 წ) უკრაინის ტერირორიაზე მიმდინარე სამხედრო სპეც.ოპერაციის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მოვლენების განვითარების, “მოლაპარაკების მაგიდაზე უკვე დადებულ ” საკუთარ პროგნოზს აცნობს:
- ომი დასასრულისკენ მიდის და 6 თვეში ან ისე დასრულდება ან ასე. “ასე” დასრულების პირობები უკვე დაიდო მოლაპარაკების მაგიდაზე და რუსები დიდი ალბათობით დათანხმდებიან, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვთ. პირობები ასეთია:
1. რუსები სრულად გადიან უკრაინის ტერიტორიიდან (მათ შორის დონეცკიდან და ლუგანსკიდან);
2. ყირიმი ხდება დემილიტარიზებული ზონა 7 წლის განმავლობაში, სადაც დაშვებული იქნება მხოლოდ წვრილკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
3. რუსეთს ყირიმიდან გაყავს შავი ზღვის ფლოტი;
4. რუსეთის სამხედრო ბაზა გადის დნესტრისპირეთიდან და ეს ტერიტორია გადადის მოლდოვის კონტროლქვეშ;
5. უკრაინა ვალდებულებას იღებს 7 წლის განმავლობაში არ გახდეს ნატოს წევრი;
6. რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ელიტის მიმართ არ დაიწყება საერთაშორისო სამართლებრივი დევნა,
ეს ყველაფერი ნიშნავს რუსეთის სრულ კაპიტულაციას და პუტინის რეჟიმის დასასრულს, მაგრამ მთავარი კითხვა სულ სხვაა – ჩვენ რაა, ჩვენ? რაც დავიმსახურეთ – შუა თითი, – წერს ცნობილი პოლიტიკოსი.