გერმანიის საელჩო საზოგადოებას რევოლუციისკენ მოუწოდებს

ქართული ოპოზიციის უნიათო ქმედებით გაწბილებული გერმანიის საელჩო უხეშად ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში და საზოგადოებას “მშვიდობიანი” რევოლუციისკენ მოუწოდებს.
ამახინჯებს რა უახლოეს ისტორიულ მოვლენებს, საელჩო აცხადებს, რომ ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა ,არა გორბაჩოვ- შევარდნაძის არასახელმწიფოებრივი, მოღალატეობრივი პოლიტიკის წყალობით ,არამედ “რევოლუციის გზით” შეუერთდა ფედერაციულს.
” მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია.
ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს. ათწლეულების განმავლობაში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას ჩაკეტილი ჰყავდა მოქალაქეები ჩაგვრისა და ძალადობის სისტემაში.
გდრ-ის მოქალაქეებმა, გამოიჩინეს რა გამბედაობა და სურვილი, თავად განესაზღვრათ საკუთარი ბედი და ეცხოვრათ თავისუფლებაში, მიაღწიეს ბერლინის კედლის დანგრევას.
ამით მათ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ადამიანებთან ერთად შექმნეს საფუძველი გერმანიის გაერთიანებისთვის და თავისუფალი, ერთიანი ევროპისთვის”.
-“ დღესაც შეიძლება იგივე ითქვას:
თავისუფლება თავისთავადად არ მოდის, ჩვენ მისთვის უნდა ვიბრძოლოთ – ასე იყო მაშინაც და ასე არის დღესაც, აქაც და მთელს მსოფლიოში”, – ავრცელებს სახელმწიფო გადატრიალების მოწოდების ღია ტექსტს გერმანიის საელჩო.
ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოშიში მსგავსი განცხადებები საკმარისი საფუძველია ელჩის პერსონა ნონ – გრატად გამოცხადების და ქვეყნიდან გაძევებისათვის.