4 ნოემბერი 2024

თქვენ 3 მილიონი ხართ და 3-4 დღეში ყველას კი ვერ ამოგხოცავენო

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის თქმით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მას მოუყვა, რომ ერთ-ერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირმა, რუსეთის წინააღმდეგ 3-4 დღე ბრძოლა და შემდეგ პარტიზანული ბრძოლის ტყეში გაგრძელება შესთავაზა, რადგან „3 მილიონი ქართველის ამოხოცვას რუსეთი რამდენიმე დღეში ვერ მოახერხებდა“.

  • რამდენადაც ეს თქვეს, შეიძლება მე ერთი მონაყოლიც გავიხსენო, ყოფილი პრემიერ-მინისტრის – ირაკლი ღარიბაშვილის, როდესაც მასთან ერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი ასეთი ტიპის საუბარს აწარმოებდა, ირაკლი შეეკითხა – კი მაგრამ, როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ რამდენი დღე შეგვიძლია ვიომოთ, რამდენ დღეს გავუძლებთო, 3-4 დღე ალბათო, მერე 3-4 დღის გულისთვის გვღუპავთო?!
  • არა თქვენ 3 მილიონი ხართ და 3-4 დღეში ყველას კი ვერ ამოგხოცავენო, შეგიძლიათ პარტიზანული მოძრაობით ტყეში გახვიდეთ და ჩვენ მოგაწვდით, დაგეხმარებით და იქიდან იომეთო, აი ეს იყო რეალობა.”- განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.