ირაკლი კობახიძე: საქართველოს აგენტი შს მინისტრი და პრემიერი ყავდა

გახარია როგორც უცხოელი აგენტი ისე მოქმედებდა, დავალებებს იღებდა და ეს დავალებები ემსახურებოდა ამ მიზანს – სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით სამართალდამცავი ორგანოების და მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირებას, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
- კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩორჩანას ამბავს და ასევე იმასაც შეგახსენებთ, რომ ამ ქმედებაზე არავითარი რეაქცია არ ჰქონდა, მაშინ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ არცერთ ტელევიზიას. რატომ? – მარტივად, გადაეფარნენ გახარიას, რომელიც ზუსტად იგივე ხალხისგან იმართება, რომლებისაგანაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ტელევიზიები იმართება, ესენი არიან უცხოელი პატრონები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.