4 ნოემბერი 2024

26 ოქტომბერი ჩვენი დიდგორია, მხარი დავუჭიროთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს!


მიუხედავად იმის,რომ “ქართული ოცნების ” მყარ უმრავლესობას ყოფილი ნაცები შეადგენენ და ფაქტობრივად , პოლიტიკური ბრძოლაა გაჩაღებული ძველ და ახალ ნაცებს შორის,
მე არ ვიცი, როგორ შეძლებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი მისი მთავარი დაპირების შესრულებას, ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის და გასამართლების შესახებ,როცა სახელისუფლებო ეშელონებში მავნებლური სექტის დიდი ნაწილია ჩანერგილი, მაგრამ ვიცი, რომ ისტორიულად, ქართველებს, მუდამ ცუდს და უარესს შორის გვიწევდა არჩევანის გაკეთება.

  • როცა , აგერ უკვე რამოდენიმე წელია ქვეყნისთვის მავნებებლურ განცხადებებს აკეთებს და “ნაციონალური მოძრაობის” სახედ ჩამოყალიბდა საქართველოს პრეზიდენტად წოდებული, საქართველოს კონსტიტუციის აბუჩად ამგდები დედაკაცი- სალომე ზურაბიშვილი,
  • როცა, უკვე საარჩევნო პროცესებში მხარე ხდება და ოფიციალურად ერთვება ე.წ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, აშშ-ს დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში, და დემოკრატიის სახელით ქვეყნის უნომრო, უსახელო კოლონიას გადაქცევა განუზრახავს,
  • როცა, საქართველო, ქართველი კაცის ბედი, მომავალი, ისევე როგორც 2008 წელს ღიად ემსახურება აშშ-ს შიდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს,
    -როცა პატივს არ სცემენ საქართველოს სახელმწიფოს,
    მის ხელისუფალს,
    მის სტრუქტურებს,
    არაფერს ქართულს და პირდაპირ სანქციის, დიქტატის ენაზე გესაუბრებიან,
  • როცა , დასავლეთის მეხუთე კოლონა, ე.წ. ოპოზიცია არჩევანების შემდგომი არეულობისთვის და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩასაგდებად ემზადება,
  • როცა საქართველოში მშვიდობა ფაქტობრივად ერთ კაცის , ბატონ ბიძინა ივანიშვილს ფიზიკურ ყოფნა- არყოფნაზეა დამოკიდებული,
    ამ მოცემულობაში, როგორც არ უნდა ნაწყენი,
  • როცა, ჩემს მსგავსად სამართლიანად გულნატკენიც კი, როცა ისევ ამ სექტის ხელშია მინისტრების, მერების, გუბერნატორების და დონეზე ქვეყნის მართვის სადავეები,
    ( მაგალითისთვის, მხოლოდ მცხეთის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი კმარა, რომელიც სამართლიან სახელმწიფოში ციხეში უნდა იჯდეს!),
  • როცა იცი,რომ ამ სექტისთვის ძალაუფლების მცირედი ნაწილითაც ხელში ჩაგდება დააქცევდ, გაანადგურებს, დაასრულებს შენს ქვეყანას .. რამოდენიმე კვირაში გადააქვს დამწვარ უკრაინად,
  • რა ადამიანი უნდა იყო ,რომ გაებუტო, გვერდით არ დაუდგე, მხოლოდ და მხოლოდ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და არ მიცე მას კიდევ ერთი შანსი ქვეყნის, ჩვენი მომავლის გადარჩენის!
  • მიუხედავად იმის, რომ ბევრი ფაქტორის გამო ძალიან ნაწყენი ვარ ქართული ოცნების ხელისუფლებაზე, მის არასწორ საკადრო პოლიტიკაზე, მე მხარს ვუჭერ პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს მის , ჩვენ საერთო დიდგორის ბრძოლაში!
    ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია