რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო: რუსულმა კიბოს ვაქცინამ წარმატებით გაიარა პრეკლინიკური ცდები
რუსი მეცნიერების მიერ შემუშავებულმა კიბოს ვაქცინამ წარმატებით გაიარა პრეკლინიკური ცდები. ამის შესახებ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარმა ონკოლოგმა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ანდრეი კაპრინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პრეკლინიკა გავიარეთ. ახლა ჯანდაცვის სამინისტროს წერილი გაეგზავნა, რომ ტესტირების პირველი ეტაპის უფლების მისაღებად“, – განუცხადა კაპრინმა ჟურნალისტებს. ნებართვის მიღებისთანავე იგეგმება განცხადების გამოქვეყნება სამინისტროს ვებგვერდზე მოხალისეების დაკომპლექტების შესახებ, რომლებსაც სურთ პრეპარატი საკუთარ თავზე გამოსცადონ. განაცხადის დამტკიცების ან უარყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ძირითადად სამედიცინო მტკიცებულებების საფუძველზე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამა წლის თებერვალში მომავლის ტექნოლოგიების ფორუმზე გამოსვლისას ღიად ისაუბრა კიბოს საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინის გამოცდაზე.