ბათუ საღინაძე ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ – ლევან კალაძის მკვლელობის საქმის გამოძიება

ამონარიდები კახი კალაძის ძმის – ლევან კალაძის გატაცების საქმის ლეგენდარული გამომძიებლის, აწგარდაცვლილი ბათუ საღინაძის მიერ 2015 და 2018 წლებში მიცემული ინტერვიუებდან:
“პენსიაზე გასულს, პატრიარქმა კრწანისის ულამაზესი ტყეპარკი ჩამაბარა, იმას ვუვლიდი, როცა ლევან კალაძის გატაცების საქმის გამოძიება შემომთავაზეს: როდესაც “ვარდების ხელისუფლება” მოვიდა ქვეყნის სათავეში, ლევან კალაძის გატაცებიდან თითქმის სამი წელი იყო გასული. თავდაპირველად, ჩემთან კახა კალაძე და მისი მამა კარლო მოვიდნენ. კახამ მთხოვა: ბატონო ბათო, მითხრეს, რომ პროფესიონალი ხართ, მე ვიცი, რა არის პროფესიონალიზმი. ბევრს ვთხოვე ჩემი ძმის საქმეზე მუშაობა, მოსინჯეს და თქვეს, ამ საქმის გახსნა გამორიცხულიაო. ბევრმა მირჩია, თუ ამ საქმის გახსნა ვინმეს გამოუვა, საღინაძეს გამოუვა და უარს ნუ გვეტყვიო.
როცა ვნახე, როგორ იტანჯებოდა ოჯახი, ნამუსმა არ მომცა იმის საშუალება, უარი მეთქვა დახმარებაზე. თანაც კალაძეებმა მითხრეს, საქმის გახსნისთვის 200 ათასი დოლარი გვთხოვეს, მივეცით და მიისაკუთრეს, მაგრამ აღარ განვაცხადეთ, ამას რა აზრი აქვსო.
გავიდა რამდენიმე ხანი და შს იმჟამინდელმა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ დამიბარა, – ბატონო ბათო, ჩათვალეთ, რომ პრეზიდენტი გელაპარაკებათ, მან თქვა, კალაძის მკვლელობის საქმეს საღინაძე გაართმევს თავსო. ქვეყნის სირცხვილია, რომ ეს საქმე 3 წელი გაუხსნელია, კახა კალაძეს ყველა იცნობს, მსოფლიოს მოედო ეს ამბავი და მიშამ გთხოვათ, ოღონდ ქვეყანას ეს სირცხვილი მოაშორეთ და ხელის გულზე გატარებთო.
თუ ეს საქმე გაიხსნება, მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნებით, გენერლობას მოგცემთ და მერე ზედმეტად არ შეგაწუხებთ, მხოლოდ მრჩევლის რანგში იქნებითო.
დავთანხმდი. დავთქვით, შექმნილიყო სპეციალური დამოუკიდებელი სტრუქტურა, ჩემს განკარგულებაში ყოფილიყო ყველა ძალა, რომელიც კი საჭიროა საქმის გახსნისა და გამოძიებისათვის. გამოსცეს ბრძანება, რითაც პენსიაზე მყოფი აღმადგინეს შსს-ს რიგებში. დაიწერა საგანგებო ბრძანება, – შეიქმნას სპეციალური საგამომძიებლო ოპერატიული ჯგუფი ლევან კალაძის საქმეზე და საერთო ხელმძღვანელობა დაევალოს ბათო საღინაძესო. ამ საქმეში ჩემი გვერდის ავლით ჩახედვისა და ჩარევის უფლება არავის ჰქონდა.
მე ლევან კალაძის საქმე გავხსენი: რაც შეეხება საქმეს – ისევ ქურდებისგან გავარკვიე, რომ ეს საქმე ყველაზე გავლენიანი ქართველი “კანონიერი ქურდის” დაკვეთილი იყო. როგორც კი ამ უკანასკნელმა იგრძნო, რომ საქმეს გავხსნიდი, “ქურდებმა” საქმიდან ჩემს ჩამოსაშორებლად ირაკლი ოქრუაშვილის თანხმობით პროკურატურის ანგარიშზე 2 მილიონი ევრო გადარიცხეს დაოქრუაშვილმა საქმიდან ჩემიცამოცილება განახორციელა!.. (გაცხადებული მაქვს პროკურატურაში.)
გემახსოვრებათ, საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი აცხადებდა, იმ დანაშაულებრივი ქმედებისა და წყობის შემოქმედი, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა, ძირითადი შემსრულებელი ირაკლი ოქრუაშვილი იყოო… ხომ გახსოვთ აუარებელი ფული რომ შემდიოდა სპეცანაგარიშებზე?
ზოგს ძალით არიცხვინებდნენ, ზოგსაც – თხოვნით. კანონიერმა ქურდმა ონიანმა უთხრა ნაცხელისუფლებას, მომეცით თქვენი სპეცანგარიშის ნომერი და მეც შემოვწირავ რაღაცასო. შემოსწირა 2 მილიონი ევრო. ვინც იქ იყო, გაიგო და ოქრუაშვილს უთხრა, ოქრუაშვილმა ჰკითხა, რამე უნდა, რამე გთხოვაო?.. შეეკითხე, რამე ხომ არ უნდაო. შეეკითხნენ და ონიანმა უპასუხა – “საღინაძე ჩამოაშორეთ კალაძის საქმესო!..” ამას მე არ ვიჯერებდფი, მაგრამ დრო რომ გავიდა, დავიჯერე:
საქართველოში ყველა გატაცებას ტარიელ ონიანს უკვეთავდნენ. მას კი, საქართველოში თენგიზ გურჩიანი ჰყავდა ,,მაყურებლად”, რომელიც დავალების შესრულებასა და ფულის საკითხს აკონტროლებდა. გატაცებულებს ხან სვანეთში მალავდნენ, ხან – სხვაგან.
მოვიპოვე ყველა ინფორმაცია გამტაცებლებზე, ორგანიზატორებსა და მათთან დანაშაულებრივ ალიანსში მყოფ სამართალდამცავი სტრუქტურების მაღალჩინოსნებზე. გამოძიებული იქნა კალაძეებისგან აღებული 200 ათასი აშშ დოლარის აფრასიძეებთან მიტანის ფაქტი. საქმე მოითხოვდა ომეხ აფრასიძის დაკითხვას.
საქმის მშვიდობიანი გადაწყვეტისათვის ომეხ აფრასიძესთან გავგზავნე რამდენიმე სანდო პირი, შევთავაზე გამოძიებასთან თანამშრომლობა და ნებაყოფლობით ჩაბარება. 2004 წლის 21 მარტს შუამავლებმა შემატყობინეს, რომ აფრასიძე თანახმაა ჩემს წინადადებაზე, რის შესახებაც იმავე დღეს მოვახსენე მინისტრ გიორგი ბარამიძეს. მიუხედავად ამისა, 24 მარტს, ჩემგან მალულად და ჩემი გვერდის ავლით, ეცერში ჩაატარეს სისხლიანი სპეცოპერაცია აფრასიძეების წინააღმდეგ…
თავდაპირველად ხელისუფლებისთვის უცნობი იყო კალაძის გამტაცებლების ვინაობა. არასოდეს მიმიცია თავისთვის უფლება, ძიების დასრულებამდე, წინასწარ გამეცხადებინა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია და ვინმე მემხილებინა.
სრულიად საიდუმლოდ, როგორიც უნდა იყოს ოპერატიული საქმიანობა, ისე ვაკეთებდი ყველაფერს. მე კი ვიცოდი, ვინ იყო მკვლელობის საქმეში ჩართული, მაგრამ წინასწარ ხომ არ განვაცხადებდი? თუმცა ამის შიში მაინც ჰქონდათ.
სამწუხაროდ, ბოროტმოქმედთა შორის უფრო ნახავ ადამიანობას, ვიდრე გაცვეთილ მაღალჩინოსნებში.
კრიმინალები მიცნობდნენ, მენდობოდნენ და ჩვენებებს მაძლევდნენ, ოღონდ ამას საიდუმლოდ ვინახავდი. მაგრამ როცა უკვე ბევრი ადამიანი დაიკითხა და ხმა გავარდა, 200 ათასი დოლარი სვანეთში აიტანესო, ამას უკვე ვეღარ დამალავდი. მავანთათვის გაჩნდა შიში იმისა, რომ გაიხსნებოდა საქმე… ამიტომ დაინტერესებულმა პირებმა დააჩქარეს პროცესები და საქმე ჩამიგდეს. სპეცოპერაციის სანქცია პროკურატურამ გასცა. იმხანად კი გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი ბრძანდებოდა, თუმცა დღეს ამ საქმეში მის როლზე არავინ ლაპარაკობს!..
სპეცოპერაციიდან ერთი კვირის შემდეგ, 31 მარტს, ღამით, შს მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ მომცა ირაკლი ოქრუაშვილის ტელეფონის ნომერი და მითხრა, გენერალურ პროკურორს დაურეკეო. დავურეკე ირაკლი ოქრუაშვილს, რომელმაც ერთ-ერთ დამნაშავეზე მკითხა, თენგიზ გურჩიანზე თუ მუშაობთო?! ტელეფონში როგორ გითხრათ, ხვალ მოვალ თქვენთან და გეტყვით-მეთქი. დამიბარა, მაგრამ რომ მივედი, არ მიმიღო.
ოქრუაშვილის კაბინეტიდან გამოვიდა ვალერი ხაბურზანია, რომელიც შემპირდა, ყველაფერს გავარკვევ და პროკურორს შეგახვედრებო. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა, გენპროკურორმა არ მიმიღო. ამის შემდეგ პრეზიდენტს დავუწერე საიდუმლო მოხსენებითი ბარათი, რომელშიც აღვწერე, ვინ და როგორ ერეოდა უკანონოდ საქმის გამოძიებაში.
ამათ ეშინოდათ კალაძის გატაცების და სხვა დანაშაულების გახსნის, ამიტომაც მოიქცნენ ასე!.. ბოლოს ადგნენ და ოქრუაშვილი გენპროკურორობიდან “ჩამოამინისტრეს”. როგორც კი ოქრუაშვილი შს მინისტრად დაინიშნა, საქმეს ჩამომაცილა და სამსახურიდან გამაგდო…
თენგიზ გურჩიანის ძმადნაფიცი სოსო ალავიძე ქალაქის პოლიციის სამმართველოს უფროსად დანიშნეს, ეცერის სპეცოპერაციის წინ კი ეს ჯიპი აფრასიძეების ეზოში იდგა!..
ბევრ რამეს ფარდა რომ არ ახდოდა, აფრასიძეები მიზანმიმართულად გაანადგურეს!..
თუ აფრასიძეები ჩაბარდებოდნენ, სიმართლეს იტყოდნენ და ფარდა აეხდებოდა ყველა დანაშაულს, გატაცებებს, რაშიც კრიმინალებთან ერთად, ძალოვანი გენერალიტეტის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი, დავით კეკუა ციხეში მყოფს თავისი საკნიდან მითვლიდა – “თუ გაგიჭირდება სიმართლეს ვიტყვიო” – მაგრამ სასამართლოზე არ მოიყვანეს, მოკლეს.
კეკუამ ყველაფერი, რასაც აკეთებინებდნენ დამნაშავეებთან შეკრული ძალოვანები!.. სააკაშვილმა ქვეყნის გასაგონად, რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ თავად გასცა ლიკვიდაციის ბრძანება. ოპერაციას კი, თავიდან ბოლომდე, ოქრუაშვილი ხელმძღვანელობდა. რატომ არ უყენებენ ბრალს სააკაშვილს, ოქრუაშვილს, მერაბიშვილს, ადეიშვილს, ბარამიძეს?!.. მერე რა, რომ ოქრუაშვილი ე.წ. სპეცოპერაციის დროს იქ არ ყოდილა და ღონისზიებას ბარამიძე ხელმძღვანელობდა – ოქრუაშვილი ქვეყანაში სააკაშვილის პირსისხლიანი რეჟიმის გამტარებელი იყო!..
ამ თემაზე ბარამიძემ ასე თქვა: “როცა სვანეთში სპეცოპერაციაზე ჩავფრინდი, უკვე ყველაფერი დამთავრებული იყოო!..” სხვათა შორის ის ამ ოპერაციაში უბრალო მონაწილეა!.. მე მას ციხიდან გათავისუფლების მერე მივწერე და ვთხოვე – იქნება, ეხლა მაინც გაირკვეს სიმართლე-მეთქი, გავახსენე მისი სიტყვები “მონად დაგიდგები, ოღონდ მაპატიეო.” ბარამიძეს შევხვდი კიდეც და ასე მიპასუხა – “ვის დავეჭიდოო? როცა დრო და ვითარება იქნება, ყველაფერს ვიტყვიო!..” სხვატაშორის, “კუბდარის” მოთხოვნა აღიარა, ნამდვილად მოვითხოვე, მარიაჟობა გამომივიდა, ძალიან დავიბენიო!..
რა გამოძიება სჭირდება აფრასიძეების საქმეს?!.. მხოლოდ შეფასებაა საჭირო: დამკვეთი, შემსრულებლები, დაზარალებულები სახეზეა. ათას ორასი კაცით, თორმეტი ვერტმფრენით რამდენიმე კრიმინალის ალაგმვა რა უბედურებაა, სად ხდება ეს?!… დამხვდურებს იარაღით წინააღმდეგობა არ გაუწევიათ!..
ვიმეორებ, აფრასიძეები გაანადგურეს, რადგან ცოცხლები საშიშნი იყვნენ კრიმინალებთან შეკრული გენერალიტეტისა და პირადად, ოქრუაშვილისთვის!..
ისინი ყველანაირად შეეცადნენ კვალის დაფარვას. იცით, ვინ მოკლა ომეხ აფრასიძე?!.. მაქვს ინფორმაცია, რომ ეს თენგიზ გურჩიანმა ჩაიდინა. მას ნარკოტიკებისთვის ოცდარვა წლით თავისუფლება აღუკვეთეს.
სააკაშვილმა მერე შეიწყალა და უკრაინაში გაუშვეს. ვაითუ, საღინაძემ აალაპარაკოსო, ალბათ, ამას შიშობდნენ. წაუყენონ ბრალი აფრასიძეების საქმეში გვაზავა-ფირცხალავას ბანდას და შემდეგი სვლა კალაძის საქმე იქნება!..
როცა კახა კალაძე და მისი ადვოკატი ზურაბ დგებუაძე მივიდნენ მერაბიშვილთან, მიეცით საღინაძეს მუშაობის საშუალებაო, მას განუცხადებია, ვიცი, საღინაძე მალე დაამთავრებს ამ საქმეს, მაგრამ პრეზიდენტი ერიდება ოქრუაშვილთან დაპირისპირებას და მას ომს ვერ გავუმართავო.
ვანო მერაბიშვილმა ზურაბ დგებუაძეს შესთავაზა, შენ ხომ საღინაძესთან ახლოს ხარ, ჩემს მრჩევლად დაგნიშნავ, საღინაძემ შენ მოგცეს ინფორმაცია, შენ კი – ჩვენ და საქმე გამოვიძიოთო. დგებუაძეს ვუთხარი, შენ კი გენდობი, მაგრამ ეს საქმე შემთხვევით ხალხს უნდა მისცე სამინისტროში, მერე გააფუჭებენ და იტყვიან, საღინაძემ მოგვცა ცრუ ინფორმაციაო, ამიტომ მე განზე გავდგები და შენ იმუშავე-მეთქი. ამის შემდეგ მოხდა ისე, რომ მერაბიშვილის “რჩეული” მაძებრები – ირაკლი კოდუა, დავით ბედია, ლევან გავაზავა და სხვები აპირებდნენ დგებუაძის დაპატიმრებას, მაგრამ მან უცხოეთში გაქცევით უშველა თავს.
რაც შეეხება კალაძეებისაგან “საქმის გახსნისათვის” წაღებულ 200 000 დოლარს – 10 ათასი დოლარი კალაძეებს დაუბრუნდა, 20 ათასი გადაეცა ნოდარ გვიჩიანს როგორც შუამავალს, დანარჩენი თანხის შესახებ ჰკითხეთ სისხლიანი სპეცოპერაციის ჩამტარებლებს, რომლებმაც თანამშრომლობაზე წამოსული აფრასიძეები მომიკლეს.
ამ საქმის გამოძიება დევნა-შევიწროებისა და თავისუფლების დაკარგვის ფასად დამიჯდა – გამოძიების არაობიექტურად წარმართვაში დამდო ბრალი და 7 წლით აღმიკვეთა თავისუფლება.
დამნაშავე მაღალჩინოსნების კვალზე რომ გავედი, მავანს არ მოეწონა და ამას შეეწირა ჩემი თავისუფლებაც. ბევრ არამზადა მაღალჩინოსანს სიმშვიდე დავურღვიე და ვიდრე დანაშაულის დამკვეთებს გამოვააშკარავებდი, მათ ჩემი იზოლირება განიზრახეს, ციხის ჯურღმულში ხანგრძლივი დროით უკანონოდ გამომკეტეს!..
ოქრუაშვილი მაღალჩინოსანი დამნაშავეების გავლენის ქვეშ მოექცა, რის შედეგადაც უკანონოდ ჩამომაშორა საქმის გამოძიებას. მან ჯერ სამსახურიდან გამომაგდო, შემდგომ კი მისი უკანონო ბრძანებით, მე და ჩემი 9-წევრიანი ოჯახი ყაჩაღურად გამოგვყარეს კანონიერი საცხოვრებლიდან და მიიტაცეს ჩემი ოჯახის საკუთრება. “ნაციონალები” თავდაპირველად მართლა ცდილობდნენ საქმის გახსნას, ამიტომაც გამომიძახეს, შემდეგ კი უკან დაიხიეს და მათთვის დიდი პრობლემა შევიქენი!..
სააკაშვილს, მერაბიშვილს, ადეიშვილს, ოქრუაშვილსა და ბარამიძეს პასუხი უნდა მოეთხოვოს და ამით ჩემს ტანჯვას წერტილი დაესვას!
წყარო: ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი, ფეისბუქი