საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" მოვა დრო და შეიძლება გაიცეს ბრძანება: «АРЕСТОВАТЬ АРЕСТОВИЧА!» – თბილისი 24
20 მაისი 2024

მოვა დრო და შეიძლება გაიცეს ბრძანება: «АРЕСТОВАТЬ АРЕСТОВИЧА!»

 

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს თუ მოვუსმენთ, შეიძლება იმ დასაკვნამდე მივიდეთ, რომ უკრაინის ხელისუფლება რუსეთის პარალელურად საქართველოსაც ებრძვის.
მართალია, ჯერჯერობით, ომი არ გამოუცხადებიათ, მაგრამ ასეთი ტემპებით თუ იარეს, შეიძლება არც მაგას მოერიდონ.
ჯერ იყო და უკრაინის ელჩი გაიწვიეს საქართველოდან, მერე კვირაში ერთხელ მაინც ხან ზელენსკი გვაყენებს შეურაცხყოფას, ხან არახამია, ხან არისტოვიჩი.
რუსეთთან ომი აქვთ უკრაინელებს და რუსეთიდან არ გამოუწვევიათ ელჩი, არც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გაუწყვეტიათ რუსეთთან, საქართველოდან კი ელჩიც გაიწვიეს და სანქციებთან შეერთებას და მეორე ფრონტის გახსნასაც გვთხოვენ.
ბოლოს და ბოლოს, გაგვაგებინეთ, საქართველოსაც ეომებით თქვენ თუ რაშია საქმე?
თუ გვეომებით, ბარემ ისიც აგვიხსენით, რატომ?
იმიტომ ხომ არა, რომ საქართველომ ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინას და ომს და უბედურებს გამოქცეულ უკრაინელებს აქაც ხელისგულზე ვატარებთ?
რაც შეეხება მეორე ფრონტის გახსნას, ჩვენ რომ აქ ფრონტი გვქონდა გახსნილი რუსებთან, უკრაინელებისთვის არ გვიკადრებია, სასწრაფოდ დაიწყეთ ომი რუსებთან, რომ ის ბომბები ჩვენ რომ გვეყრება თავზე, რუსებმა თქვენ დაგაყარონო.
რაღაც უცნაური ხასიათი აქვს ამ რუსულ-უკრაინულ ომს – რუსები ბომბებს აყრიან თავზე უკრაინას, ამერკიელები და ევროპელები – მილიარდებს.
_ კიდევ გვინდა, არ გვყოფნის, თვეში ოთხ მილიარდამდე გვჭირდება, – წუწუნებს უკრაინის ხელისუფლება და აყრიან და აყრიან რუსები ბომბებს, რაც ავტომატურად ზრდის ამერიკელებისა და კოლექტიური დასავლეთის მიერ გადმოყრილი მილიარდების რაოდენობას.
სულო ცოდვილო და, რაღაც უცნაურ ბიზნესს ჰგავს ეს ყველაფერი, სადაც რუსული ბომბი და მილიარდები მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან – არ იქნება ბომბები? არ იქნება მილიარდები!
ამ სატანური «ბიზნესის» შედეგად იხოცებიან ათასები და ათიათასები, ინგრევა და ილეწება სოფლები და ქალაქები, არისტოვიჩი კი არხეინად ზის სადღაც ბუნკერში და ეს ამბები სულაც არ ანაღვლებს. ერთადერთი, რაც საქმედ გაუხდია, ქართველების გინებაა.
არისტოვიჩ, რომ გაბრაზდნენ ეს ქართველები და რომ გითხრან: არისტოვიჩი ხარ თუ ვიღაც ყ.ე, კიდევ ერთხელ თუ მოგვაყენებთ შეურაცხყოფას შენ და შენი ძმაკაცები უკრაინის ხელისუფლებიდან, საქართველო საერთოდ გაწყვეტს ყოველგვარ ურთიერთობას თქვენთან, უკრაინელ ხალხს ძველებურად დავეხმარებით, რითაც შეგვეძლება, მაგრამ თქვენთან ვერ ვიმეგობრებთ, რადგან თქვენ მეგობრობის დაფასება და სიკეთის დანახვა არ შეგძლებიათო, მაშინ რა ხასიათზე დადგები, პატივცემულო?
ექსპერტთა ერთი ნაწილის აზრით, ომის შემდეგ (შეიძლება მანამდეც) უკრაინელმა ხალხმა შეიძლება სულ სხვა კუთხით შეხედოს და სულ სხვა რაკურსით გააანალიზოს უკრაინა-რუსეთის ტრაგიკული ომის სიუჟეტური ქარგა და იქ არისტოვიჩთან დაკავშირებული ისეთი მოულოდნელი შტრიხები აღმოაჩინოს, რომ გაიცეს ბრძანება: «Немедленно арестовать Арестовича!»
ბედის ჩარხმა ისეთი უეცარი შემოტრიალება იცის უცაბედად, რომ, არ არის გამორიცხული, ასეთი ამბავი მართლაც მოხდეს…

ვახტანგ ხარჩილავა
«ს.გ.» N15. 2022წ.
ლუსინკა ხარ თუ გალკა, მოდი რა, შეგვეშვი!

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის მორიგ განცხადებას საქართველოს მისამართით, ქართულ პოლიტიკურ სპექტრსა თუ რიგით მოქალაქეებში სერიოზული გაღიზიანება მოჰყვა, იმდენად, რომ სოციალურ ქსელებში არაერთმა დაწერა: «ვისაც უკრაინის დროშა გიყენიათ საკუთარ ფოტოზე ან «სლავა უკრაინე», თქვენით გადით ჩემი სამეგობროდანო.
ნამდვილად! არ მჭირდება მეგობრადწოდებული არავინ, რომელიც ყოველდღე შემიგინებს ოჯახს და ოჯახის უფროსს!
მისი ლაყლაყის მდინარება ასე იყო: ჟურნალისტმა არესტოვიჩთან საუბრისას აღნიშნა, რომ 300 000 რუსი ჩამოვიდა საქართველოში, ანუ 3 მლნ-იანი მოსახლეობისთვის 10% და ეს დიდ პრობლემად იქცა საქართველოსთვის. ჯერ იმ ყურფიჩორა ჟურნალისტის გამოარითმეტიკებული თვალების ჭკუა ვატირე, სად დათვალა ამდენი რუსი და შემდეგ ყიამყრალა არესტოვიჩისა.
არესტესტოვიჩი: «ეს არის კატასტროფა, მით უმეტეს, პრორუსული მთავრობის გათვალისწინებით, რომელსაც არ აქვს უნარი, მიიღოს გადაწყვეტილებები და გაანადგურა ყველაფერი, რაც შექმნა სააკაშვილმა: ხელახლა კორუმპირებული პოლიცია, სადაც ყველაფერი იყიდება, როგორც თავად ქართველები ამბობენ და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, ეროვნული უსაფრთხოების გრანდიოზული პრობლემაა. წარმომიდგენია, როგორ იგლეჯენ თმას ისინი, რომლებიც დღეს საქართველოში პატრიოტულად არიან განწყობილი სპეცსამსახურებში, მთავრობაში. როგორ უნდა გადაწყდეს ეს დიდი პრობლემა _ ჩვენ მოვახდენთ იქ ძალის პროექცირებას. მოგვიწევს ქართველების გადარჩენა, მოლდოვას გადარჩენა, სომხეთის გადარჩენა _ ყველას გადარჩენა. ეს კარგი ისტორიაა, რადგან მილიონი ჩვენი ნაომარი ბიჭისა და გოგოსთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო უახლოეს მომავალში პოსტსაბჭოთა სივრცეში… მშვიდობისმყოფელები, სტაბილური ოპერაციები, ჰუმანიტარული ოპერაციები და ა.შ. ეს ყველაფერი ხომ როგორღაც წესრიგში იქნება მოსაყვანი.»
ეს ჩვენის გადანგრეული რომ ერთი ვიღაც უკრაინელი სალაყლაპია რიგითი ხახოლი იყოს, თავში ქვა უხლია, დაღლამდე იშტერაოს, მაგრამ კაცი ხელისუფლებაშია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველია და ეს არის პრობლემა. ფაქტობრივად, სახელმწიფო პოზიციას ახმოვანებს და რა უნდა იფიქრო, რაღაც ძალიან ცუდის წინაპირობას ხომ არ ჰგავს? პოსტ-საბჭოთა სივრცეში წესრიგის დამყარების სურვილი _ სხვა კი არაფერი უნდა რუსს…
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მალევე გავიგეთ, რომ ქართველები კარგები ვართ, ხელისუფლება გვყავს ცუდი, მაგრამ რა ნიშნით დაიდო ეს დასკვნა, საინტერესოა. ვფიქრობ, 24 თებერვალსვე რომ «სლავა უკრაინეს» ყვირილით დედა-წულიანად არ გავენთეთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საომრად. ეს ჩვენის გადანგრეული ამ ჩვენს დედოფლისწყაროში (მაშინ წითელწყარო იქნებოდა) რომ იშვა დედიმისისგან, რამე «ზუბი» ხომ არ აქვს ჩვენი? დარწმუნებულია, რომ არესტოვიჩია და არა, ვთქვათ, ყოჩიაშვილი? აბა, რას აგვითვალწუნა?
ის ხომ იქით უბერავს და აქედან რომ ხმლის ქნევისგან დაცვარულ ღაწვებს წმენდენ ქართველი უკრაინელები, ის მეორე ამბავია. ჯერ ვინ შაშა-კოლა «სტრატეგია აღმაშენებელია», ვის დაჰკარგვია და ახსნა წამოიწყო «დიდმა პაატამ» (მანჯგალაძე), ესა, კაცო, «ჰეროიკული რიტორიკაა», თავის ხალხს ამხნევებსო…
ალექსეი არესტოვიჩი, დავით არახამია, მიხაილო პოდოლიაკი, ოლექს-ალექს გონჩარენკო, ოლექს-ალექს დანილოვი, ანდრეი ერმაკი და «გლავკაცი» ვოლოდიმირ-ვლადიმერ ზელენსი თავისი ხალხის ისე ნამეტნავად შემძახებლები არიან, კავკასიონსაქეთ გადმოშხუის მათი საომარი ყიჟინა, რაც ასე იკითხება: თქვენ კი ამოწყდით ერთ დღეს, რით ვერ შეგაბით, გახსენით მეორე ფრონტი!
ომი აქვთ, თავზე ექცევათ უკრაინა და ამათ საქმე არაფერი აქვთ, დგანან და პოლიტიკურად ხელცქვიტობენ, რაღაც სასანქციო სიებს ადგენენ. ბოდიში მომითხოვია და, ვის რა დედაბერი უნდა მოუკლან? ჩვენ ჩვენი მხრიდან აგვიჩემებია, რომ საქართველოს ჰყავს მეგობარი ხალხი უკრაინელები და არა «უკრაინის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა», ქართული «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» უკრაინელი მეგობრები. ისეთ მოცემულობას ქმნიან, რომ «მეგობარი უკრაინა» არის ქართულ-უკრაინული «ენმ» კავშირი, ვისი მეგობარიც ჩვენ ვერ ვიქნებით, «ტამბოველ მგელს» ემეგობრონ!… ბედნიერია, ვისაც ჰგონია, რომ კონკრეტულ პერსონალიებს ერჩიან, ვთქვათ, ირაკლი ღარიბაშვილს ან ბიძინა ივანიშვილს, თორემ დანარჩენი საქართველოს ხსენებაზე ჭკუა ეკეტებათ სიყვარულისგან. საქართველოში შემოჭრა ჰქონიათ ოცნებად და «ქართული ოცნება» ებლანდებათ ფეხებში… კარგი სასეირო კი იქნება, ღრმა სიყვარულით «უკრაინის დემოკრატიული რესპუბლიკა _ საქართველო» თუ დაგვერქმევა…
ზელენსკის მთავრობის გადაწყვეტილება საქციებზე, ევროსაბჭოს რეზოლუციაში სააკაშვილის ჩამატება პოლიტპატიმრად და ახლა კიდევ არესტოვიჩის მუქარა _ ამაზე მეტი რანაირადღა უნდა გამოხატოს უკრაინამ ამ ეტაპზე აგრესია? რატომ ვიცით რაღაც აკვიატებები, რა «მოძმე ერი» და «სტრატეგიული პარტნიორი», როცა მხოლოდ მცირეხნიანი მეგობრები არსებობენ და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაღაცაში საერთო ინტერესები იკვეთება. რა გვაქვს საერთო ინტერესი ამ ფაშისტურ-ოკუპანტური გამოხტომების მქონე უკრაინასთან, პირიქით, სრულიად საწინააღმდეგო ინტერესები გვაქვს…
24 თებერვლიდან მოყოლებული, რა გველი შევუწვით, პირიქით, მზრუნველობა არ მოგვიკლია უკრაინელი ხალხისთვის, რაც შეუძლია ქვეყანა საქართველოს, ყველანაირად გვერდში დავუდექით, ლუკმას ვუყოფთ და ვეფერებით, ვზრუნავთ და ვუთანაგრძნობთ, მაინცდამაინც მათი 2 სურვილი უნდა შევასრულოთ _ «ენმ» დავაბრუნოთ ხელისუფლებაში და ომი გამოვუცხადოთ რუსეთს?
საქართველოში არაერთხელ იყო «უკრაინა», მაგრამ მაშინ უკრაინას წარბიც არ შესთამაშებია, რუსეთთან ერთად ერთიან სლავ ხალხად გრძნობდნენ თავს და ძალიან კარგად იყვნენ ჩვენი მეგობრობის გარეშეც. ტარანი თვლითაა! აბა, ვინმემ გამახსენოს, რა მხრივ დაგვიდგნენ მხარში თუნდაც ბოლოს 2008 წელს, მათმა გურუ სააკაშვილმა კონსტიტუციური წესრიგის დამყარების ეგიდით ხონჩით რომ მიართვა საქართველოს ტერიტორიების გვარიანი ნაწილი იმავე რუსთხელმწიფეს, დღეს რომ «სატანა პუტინი» გახდა და მაშინ ვითომ თეთრ ფრთებს ატყლაშუნებდა…
ისრაელმა საერთოდ არანაირი დახმარება არ გაუწია, თურქეთი «ბაირახტარებს» აძლევდა და შეუზღუდა, ბელარუსი ღიად მხარდამჭერია რუსეთის და პრეტენზია არ აქვთ, წავლენ, წამოვლენ და გამოგვენთებიან, რაღაცის გამო (ვითომ არ ვიცით) შურისმაძიებლების სახით გვევლინებიან. ოპერაცია «სმეტან კონტეინერსკი» რომ «ვირის აბანოში» ჩაუვარდათ კუჭში გაუვალობით, მას შემდეგ მოგვეკიდნენ მტრად და უკრაინის ელჩი რომ აგვაცალეს ფუკასავით, იქიდან მოყოლებული ვეღარ დაშოშმინდნენ, ყოველგვარი მტკიცებულების, ფაქტის, ახსნა-განმარტების გარეშე საქართველოს დამაზიანებელ განცხადებებს ისე ისვრიან, თითქოს საქართველო ან უკრაინის ვასალი იყოს, ან რაიმე აქტით ანგარიშვალდებული. ვირო, მადლიო, რააა!…
არაო, არ იმუქრება, ჰეროიკული რიტორიკაა, საკუთარი ხალხის გასამხნევებელიო! «დიდო პაატა», ვადაგასული ან ძირსნაყარი ხომ არაფერი მიგირთმევიათ? ადამიანი თავის «პაცნებით» შემოსვლას აანონსებს, ნაომარი უკრაინელი უსაქმურების საქართველოში «დასაქმებითა» და წესრიგის დამყარებით იქადნება და რა, «შუპუტცერად» მოჰყავს? ისე კი, არესტოვიჩის მუქარას აღსრულება რომ ეწეროს, ყველა მიშისტი ჩადგება მისი არმიის რიგებში საქართველოს გასანადგურებლად, რადგან მათთვის «ქართული ოცნება» კი არ არის საძულველი, ის საქართველოა მოსასპობი, რომელმაც «ქართული ოცნება» მოიყვანა და სნეული ხვადაგი, მიშა ვერ შეიყვარა…
ისე, საინტერესოა, იმხელა მილიონიან უკრაინულ უსაქმურთა არმიას გამოკვება ხომ მოუნდება და ჩვენივე გაგზავნილ ჰუმანიტარულ ტვირთს აიკიდებენ პირადი საჭიროებისთვის თუ მზა უნდა დავახვედროთ და კიდევ უფრო მეტიც? და კიდევ, ჩვენამდე მოლდოვა რომ გაანთავისუფლოს რუსეთთან ჩამარყუჟებისგან, არ უნდა?
ესენი ვინ ყოფილან, რუსების გაუარესებული ვარიანტი გამოდიან…
დიდო ალაჰ, ვიშნუ, კეცალკოატლო და ყველავ, კიდევ კარგი, უკრაინაც ჩვენი მეზობელი არ არის!…
უკრაინის გავარვარებულმა თავებმა ძალიან კარგად იციან, რომ მათი ზღვარსგადასული ტალახიანი გამოხტომები მხოლოდ საქართველოს არ სვრის, უკრაინასაც გვარიანად ეწუწება, რაც არც ერთს არ დაუმსახურებია, მაგრამ არ ანაღვლებთ და რა ქნან, იძულებით, თუნდაც მოსაჩვენებლად, ვერ ნაღვლობენ? ეს ის არესტოვიჩი არ არის, რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესების დასაცავად თვალშისაცემად აქტიურად რომ გამოდიოდა და სამოქალაქო ომით იმუქრებოდა, თუ გათვალისწინებული არ იქნებოდა რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესები?
გასაოცარი ამბავია სწორედ! უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები «ფეიკია» თუ სინამდვილე? აბა, რა ხდება, რომ უკრაინის ხელისუფლებად წოდებული დასმული «შპანა» საკუთარ გადაბუგულ ტერიტორიებზე, დაღუპულ თანამემამულეებზე, ომს შეწირულ ბავშვებზე, ქალებზე, მოხუცებზე კი არ სწუხს, არამედ იმაზე, რომ საქართველოში მშვიდობაა!
კაცმა რომ თქვას, რაც დაათესინეს «ქართულ ოცნებას», იმას ვიმკით მცირე თუ ფართო მასშტაბით. საქართველომ სამართალისა და სამართლიანობის აღდგენა-დაკანონება შეუკვეთა «ქართული ოცნებას», მაგრამ ჩამოვიდა კოჰაბიტაცია. ისე გამოვიდა, რომ სერიოზული სადისტურ-კრიმინალური ნაც-ბოლშევიკური ბანდა აბსოლუტურად მშვიდად, გისოსების გვერდისავლით ბედნიერად მიავლინეს უკრაინაში. და რას ელოდა ვინმე, რომ გისოსებსთავსარიდებული იძულებით გადაადგილებული ნაც-ბოლშევიკები საქართველოს სასარგებლოდ გაირჯებოდნენ ერთი წამით მაინც? აქ, თავიანთ სამშობლოში, სადაც თვითონვე სუნთქავდნენ და ბატონობდნენ, არაფერი გაუკეთებიათ სასიკეთო და ცხრა მთასიქიდან გააკეთებდნენ? სხედან უკრაინაში თბილად მოკალათებულები და ეწევიან თავდაუზოგავ ბრძოლას საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც შეფუთულია ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლით. ასე რომ, ზელენსკი იქნება, არესტოვიჩი თუ ტარას ბულბა თავისი გამოხტომებით, სწორედ კოჰაბიტაციის ნაყოფია და საძიებელი თავი კოჰაბიტაციის გამომგზავნთანაა მოსაკითხი. ის საცდელი სანქციებიც მათთანაა მოსაკითხი, ასეა ეს!
კრებსითი არესტოვიჩების გამოხტომებიდან ერთი რამ არის გასააზრებელი _ ჩვენ ერთხმად ვთანხმდებით, რომ გმირ უკრაინელ ხალხს ვგულშემატკივრობთ და არა ზელენსკ-არესტოვიჩებისა და ქართველი ნაცების გაერთიანებას, მაგრამ აბა, ვისით დაგვემუქრა არესტოვიჩი? ვისით და, დასავლელი პარტნიორების დახმარებით შექმნილი «კარგი და მოძმე უკრაინელების» მილიონიანი არმიით ჩვენ რომ ვუთანაგრძნობთ და ზოგი სულაც აბოდებს. ეს არმია იმ მავნებლებისაა, «არესტოვიჩები» რომ ჰქვიათ და ფეხზე ჰკიდიათ მარჯვნიდან უთანაგრძნობ თუ მარცხნიდან, ზევიდან თუ ქვევიდან, უცბად გახდები «ჩორნაჟოპი გრუზინი»…
ისა და, «განუბაჟებელი არაჟნის» გამოსახნელად მოდის კეკლუცი არესტოვიჩი მილიონიანი არმიით? უკრაინა თუ ისეთივე მართალია რუსეთთან, როგორი მართალიც საქართველოსთან გამოხტომებშია, მართალი რუსეთი ყოფილა… პირადად ჩემთვის უკრაინა მაშინ დაეშვა თავქვეზე, როდესაც 46-მილიონიანმა ქვეყანამ უკრაინაში ვერ გამოძებნა რესურსი და საქართველოდან დასავლურ ამანათად გაგზავნილ-გადაფუთული ქართველი კრიმინალები წამოასვა თავზე უკრაინას…
დიახ, ერთი პროექტის თოჯინები არიან კრებსითი ზელენსკი და კრებსითი სააკაშვილი, ორი მაოხრებელი თავისი ქვეთოჯინებით… რაღაც ვერ გათვალა, არ გამოადგა თოჯინად ბიძინა ივანიშვილი და არესტოვიჩების სახით გველობს თოჯინების გამომშვები ფაბრიკის დირექტორი… არა ბიჯო და უკრაინას ეომება რუსეთი… (ირანი მხარედ გამოაცხადეს, რუსეთს დრონებს აძლევსო… აშშ და ლამის მთელი ევროპა რომ შეიარაღებას აწვდის უკრაინას, ისინი მხარე არ არიან?)
მოკლედ, შეგვიკლეს ამ «უცნაურმა მეგობრებმა» და აქ კიდევ «უკრაინაში ომია და თმენის ვალდებულება» დაუჩემებიათ ხელისუფლებაში. საქართველოს უკრაინაში ელჩი არ ჰყავს? ის მაინც ჩამოვიყვანოთ «საკონსულტაციოდ», როგორც უკრაინამ გააკეთა; იმ ფონზე, მილიარდებს რომ იჯიბავენ კრებსითი ზელენსკები და თავისი ხალხი აქ ჩვენ გვაწევს ტვირთად, ის დახმარებაც მოუხსენით; როგორც სხვას, მათაც დაუწესეთ ერთწლიანი ყოფნის უფლება და მოათავეთ ეს ბალაგანი!.. არავინ აქედან წამსვლელი აღარ არის, რადგან იწყებენ თავის საქმეს, საქმდებიან, თან გვლანძღავენ, სანქციებს გვადებენ და გვემუქრებიან, ზედდართული სხვების შემოერთებას ელიან და არეულობის მოწყობას გეგმავენ… რაო, რუსი დეზერტირები რუსეთის დესანტია და უკრაინელი დეზერტირები ფინია ალერსოვიჩები?
უკრაინაში რომ ომია და საქართველოს ეუბნებიან, შენთანაც ომი უნდა იყოსო, ამიტომ უნდა შეწყდეს ყოველგვარი თმენის ვალდებულება, თორემ იმ თევზს ვემსგავსებით, ბევრი რომ აქვს სათქმელი, მაგრამ პირი წყლით აქვს სავსე. კბილით გვიკავია მშვიდობა, დენთის კასრზე ვსხედვართ ყველა მხრიდან და კიდევ ამ «ომისტების» გამოხტომები ითმინე კაცმა! ვინ გამოვა და იტყვის, რომ კრებსით ზელენსკის არ შეეძლო უკრაინისთვის ამ უბედურების არიდება? შეეძლო, მაგრამ არ შეეძლო, რადგან არ უნდოდა, მაგრამ არც უნდა აერიდებინა, სულ ესაა!
ეს ბაფთიან-კოლგოტკიანი უკრაინის ხელისუფლება რისი მეომარია, სხვები იხოცებიან, სხვების სისხლი იღვრება და ესენი მათ სულებზე სიცოცხლეს იხანგრძლივებენ ვამპირებივით. ერთი ჩვენი ხაზინის ვირთხები იყვნენ მეომრები და მებრძოლი სულები, 2008-ში ერთმანეთს რომ ასწრებდნენ სხვადასხვა სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან მეზობელ ქვეყნებში და მეორე ისინი არიან.
დიდ გათვლას აქვს ადგილი, სწორედ ის უნდათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად უგანოს უკრაინას და სხვა გეგმა აამუშავონ. ხელისუფლება კი ხვდება, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ხალხი გახდება ცოტა ხანში დასაბმელი. რატომ? იმიტომ, რომ ერთი უკრაინელი არ გამოსულა საქვეყნოდ უკრაინის ხელისუფლების გამოხტომების დასაგმობად! ფაქტობრივად, გველის წიწილებით გვაქვს უბე სავსე და ვდგავართ გაშეშებულები, არ გავინძრეთ, გვიკბენსო…
ვიღაცამ იკითხა, ცოტა ზედმეტად სერიოზულად ხომ არ ვიღებთ ამ ყველაფერს, სინამდვილეში კი ბიჭებს სცენა მოენატრათ, ვინ იცის და თამაშობენ რაღაც შოუს, მაყურებელს სთხოვთ გულ-გვამიო. არა, ბატონებო, არესტოვიჩი გასართობად მსახიობობდა, თორემ პროფესიონალი სამხედრო მზვერავია და უშიშროების მაღალი რანგის ოფიცერი… არესტოვიჩი ტყუილად არაფერს ამბობს, რასაც ეუბნებიან, თქვიო, იმას იქამდე და იმ დოზით ამბობს…
ოკუპანტი რუსეთი უარესია თუ ფაშისტური უკრაინა, ამის გარკვევას სჯობს ერთი შეძახილი: ხახოლურო ნავო, გაუყევი რუსული გემის კვალს!

“საერთო გაზეთი”

ზურაბ ოშხერელი