მთავრობას: ” შეასწორეთ კურსი”!

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასწოროს კურსი და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით საზოგადოების მისწრაფებები შეასრულოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მესამე მოადგილე, ეზრა ზეია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
- „აშშ კვლავ სერიოზულად შეშფოთებულია იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები, მათ შორის ე.წ. „უცხოური გავლენის შესახებ კანონი“ და რიტორიკა ძირს უთხრის მის გზას ევროკავშირისკენ და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას.
- ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასწოროს კურსი და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით საზოგადოების მისწრაფებები შეასრულოს“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მესამე მოადგილე X-ზე.
“კურსის შესწორება” კი ნიშნავს ე.წ. რუსული კანონის გაუქმებას და ე.წ. არასამთავრობო სექტორისათვის განუსაზღვრელი უფლებების მინიჭებას, მათ მიერ ამერიკული დაკვეთების შესარულებას, ხელისუფლების გადაბარებას სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმისათვის, მის გათავისუფლებას პატიმრობიდან, ქვეყნის რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას, ქვეყნის განადგურებას.