36 ქვეყანა, გარდა უნგრეთის და სლოვაკეთის, საქართველოს ხელისუფლებას კანონის გაწვევას აიძულებს
36 ხელმომწერი ქვეყანა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს გაიწვიოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი” და შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება და დაშინება.
ხელმომწერ ქვეყანათა შორის არის ევროკავშირის 25 ქვეყანა გარდა უნგრეთისა და სლოვაკეთის.
მოთხოვნას ხელს აწერენ ასევე : აშშ, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, შვეიცარია, ნორვეგია, კანადა, ალბანეთი, მონტენეგრო, მონაკო, ლიხტენშტეინი და ისლანდია.
- საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, გაიწვიოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, დაასრულოს დაშინების კამპანია მათ წინააღმდეგ, ვინც ეწინააღმდეგება ამ კანონს და დაიცვას გამოხატვის, შეკრებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება.
- საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, მთლიანად შეწყვიტოს და გამჭვირვალედ გამოიძიოს ძალის გამოყენების ყველა აქტი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც კანონს ეწინააღმდეგებიან, განახორციელოს შესაბამისი ქმედებები, რათა უზრუნველყოს დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების ან ოპოზიციონერი აქტივისტების, ჟურნალისტებისა და სხვა მედია მუშაკების უსაფრთხოება და თავი შეიკავოს რიტორიკისგან, რომელიც ქვეყანაში უკიდურესი პოლარიზაციის კიდევ უფრო გამწვავება შეუძლია.
- სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებისა და სხვების წინააღმდეგ ცილისწამების, დაშინებისა და ფიზიკური ძალადობის ორკესტრირებული კამპანია მიუღებელია და უნდა შეწყდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.