14 ოქტომბერი 2024

მდინარაძე: ეს არის ფაშისტური მეთოდებით განხორციელებული ტერორი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში სპეციალურ განცხადებას , ე.წ. კრიტიკული მედიის სიცრუის , თავგასულობის მარაზმის შესახებ ავრცელებს.

მდინარაძის თქმით, ყოველივე ემსახურება მის პერსონალურ დისკრედიტაციას, არის ფაქტების განხზარ დამახინჯება და ფაშისტური მეთოდები განხორციელებებული ფსიქოლოგიური ტერორი.

მე შემეხებოდა, თავს ძალა დავატანე და “ტვ პირველის” სიუჟეტს ვუყურე, რომელიც ვერავინ გაიგო რა მიზანს ისახავდა ჩემს მშობლებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების გარდა.

რა საკარმიდამო მიწის დამალვა, რა ფეხსაცმელები, ან წერილობით განმარტებას რატომ არ კითხულობენ ეთერში სრულად, ზეპირად გკითხავენ და სპეკულაციურად ამონტაჟებენ, დედაჩემსაც კი მოუჭრეს რაც არ აწყობდათ, მიწერ და ეთერში მხოლოდ ორ წინადადებას უშვებენ… სრულ ფაბრიკაციაში და მარაზმში იხრჩობიან.

მოკლედ, თაღლითების კუთვნილ ტელევიზიას თაღლითური სიუჟეტებიც კი აღარ გამოსდის და ძირითადად ოჯახის წევრების ბულინგზე და ფაშიზმზე არიან გადასულები.

სიუჟეტის მთავარ გამოწვევაზე კი მაინც აღიარებას ვამჯობინებ: ზუსტად ვერ ვადასტურებ, ბაბუაჩემ სოლომონ მდინარაძეს, რომელიც 1951 წელს არის გარდაცვლილი, რა ფორმით და საიდან ქონდა მიღებული ღვანკითის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, ორი სიმინდის ყანა და სამი ვენახი. ამიტომ ვერ მოხვდა ის ჩემს დეკლარაციაში.

წერს მამუკა მდინარაძე