14 ოქტომბერი 2024

ზარქუა გერმანიის ელჩს: ფერშტეენ?

ადამიანს განსხვავებული პოზიცია თუ აქვს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მათ მიერ დაქირავებული ჯგუფები საზოგადოებას და ოჯახის წევრებს რომ აბულინგებენ, მაინტერესებს, თქვენთვის ეს მისაღები და ნორმაა? ხმას რატომ არ იღებთ? – მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა ევროკავშირის ელჩებს საქართველოში.

ირაკლი ზარქუა ასევე გერმანიის ელჩს საქართველოში ,პეტერ ფიშერს მიმართავს:

  • “ერთი კითხვა მაქვს: თუ ამერიკას აქვს უფლება, რომ თავი დაიცვას, საფრანგეთმა ჩვენზე მკაცრი კანონი… მე გერმანულად მივმართავ ელჩს. მარტო ვიცი – Verstehen? [გაიგე?].
  • იმას თუ აქვს უფლება, რომ დაიცვას – ფრანგებს, ამერიკელებს, კანადელებს – საქართველოს რატომ არ გვაქვს უფლება? – ეს მინდა ვკითხო ბატონ ელჩს [პიტერ ფიშერს] და დამიბრუნეთ მერე პასუხი”, – მიმართა ზარქუამ პიტერ ფიშერს.