პალესტინის სახელმწიფო უკვე ცნო: ნორვეგიამ, ირლანდიამ და ესპანეთმა
ირლანდია გახდა კიდევ ერთი ქვეყანა, რომელმაც ოფიციალურად ცნო პალესტინის დამოუკიდებლობა. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრმა მიხალ მარტინმა განუცხადა.
პალესტინის დიპლომატიური მისია ირლანდიაში ახლა საელჩოდ გადაიქცევა. ეს მოითხოვს მხოლოდ ოფიციალურ თხოვნას პალესტინის ხელისუფლების მხრიდან დუბლინისთვის.
„დღევანდელი მთავრობის გადაწყვეტილება ნიშნავს პალესტინის სახელმწიფოსთან სრული დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დაწყებას“, – დასძინა მარტინმა.
შეგახსენებთ, რომ 22 მაისს ევროპის სამმა ქვეყანამ გამოაცხადა პალესტინის სახელმწიფოდ ოფიციალურად აღიარების განზრახვა. ესენია ნორვეგია, ირლანდია და ესპანეთი. ამრიგად, მათ სურთ შეინარჩუნონ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთადერთი ალტერნატივა.