7 ოქტომბერი 2024

ოკეანისგაღმელებო, ქართველებთან მუქარის ენა არ ჭრის!

საქართველოს ღრმად  პატივცემულო ოკეანისგაღმელო  „სტრატეგიულო“ მეგობრებო,  ევროპის „მობიბინე ბაღის“    „კეთილისმურველო“ მეგობრებო, გილოცავთ,  საქართველოს  ისტორიაში დღეს,  ნამდვილად  ეროვნულმა  საკანონმდებლო ხელისუფლებამ  ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო.  

  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში  მილიონამდე, 928. 004 ამომრჩევლის მიერ არჩეულმა  საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტად ქართულ კანონს „უცხოური გავლენის გამჭირვალეობის შესახებ“  საქართველოში  მშვიდობის დამზღვევ  კანონს,  რომელიც  კეტავს ქვეყენაში  ყველა  ძალადობრივ  გზას  ოკეანისგაღმიდან  თუ მათი ევროპული ვასალების  მიერ – პოლიტიკური რყევებისათვის, ფერადი რევოლუციებისათვის, საკუთარი პოლიტიკური მიზნების  აღმსრულებელ  მორჩილი  ხელისუფლების მოსაყვანად.

  • მიღებულია კანონი  , რომელიც მეტად მნიშვნელოვანია  ზედმეტად  ცეცხლმოკიდებულ,  პოლიტიკურად არამდგრად მსოფლიოში საქართველოს  სახელმწიფოს  შემდგომი სიმყარისათვის.

თქვენ კი იცოდეთ, რომ კანონის მიღებით გამოწევული ნებისმიერი  შანტაჟი თქვენს საწინააღმდეგოდ იმუშავებს და   თქვენთვისვე სავალალო შედეგით დასრულდება.  თითოეული თქვენი სანქცია , ასმაგი ძალით, თქვენვე დაგიბრუნდებათ უკან. საბოლოოდ დაკარგავთ საქართველოს და ქართველი ხალხის ნდობას!

  • სამწუხაროა, რომ თქვენ სათანადოდ არ იცნობთ საქართველოს და თავისუფლებისმოყვარე  ქართველ ხალხს.  ამაყი ქართველი  ერი ღირსების შელახვას არასდროს და  არავის პატიობს.   ისტორიიდან  მრავალი აჯანყება გამოდგება ამის დასტურად.  

   2012 წელს, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულმა  ღირსების შელახვის ფაქტებმა   დაახ. ნახევარი მილიონი,  პოლიტიკური გადაწყვეტილების არ მქონე ამომრჩეველი სწორედ „ქართული ოცნების“ და მისი რეალურად სახალხო ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად  მიიყვანა  საარჩევნო ყუთებთან და  ვგრძნობ,თქვენი წყალობით, წელსაც   ასე მოხდება!

  • ოკეანისგაღმელებო, დაიმახსოვრეთ, მუქარა ქართველებთან არ ჭრის და საოცარი პოლიტიკური  უკუჩვენება  ახასიათებს!  

ხოლო, ის ხალხი, ვისაც თქვენ ეყრდნობით და  ვისი იმედიც  გაქვთ, არ არიან ქართველები.          უბრალოდ, ისინი   უსამშობლო, უეროვნო , რწმენაგადაგვარებული , ქართულ ენაზე მოსაუბრე, მწვანე დოლარებზე სულგაყიდული  ბიორობოტები არიან.

საქართველოს უახლესი ისტორიის  მანძილზე, დღეს ვარ უზომოდ  კმაყოფილი და ბედნიერი ჩემი ხელისუფლების   ეროვნული , მტკიცე, თავდაჯერებული , შეუპუვარი ნაბიჯის გამო!

მადლობა  თითოეულ პარლამენტარს,  ვინც ქვეყნის სიყვარულისთვის  აიტანა და იტანს უამრავ  შეუერაცხყოფას, მადლობა საქართველოს პრემიერ – მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს ქვეყანაში  გატარებული გონივრული პოლიტიკოს გამო , მადლობა  საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობის  ერთადერთ  გარანტს  ბატონ ბიძინა ივანიშვილს!   

გილოცავთ ყველას, კიდევ ერთხელ!  

ჟურნალისტი : გოჩა ნაჭყებია