ურსულა რუსეთთან ომისთვის ემზადება
უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის არაერთგზის მუქარის ფონზე, ევროკავშირი უნდა მოემზადოს შესაძლო ომისთვის და მიიღოს ზომები ერთობლივი შეიარაღებისთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
- ”თუ ჩვენ გვსურს შევინარჩუნოთ მშვიდობა ჩვენს კონტინენტზე, მაშინ გვჭირდება ინვესტიცია თავდაცვაში”, – აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის დამფუძნებელი შეთანხმებები ითვალისწინებს საერთო თავდაცვის პოლიტიკას, მაგრამ არ ითვალისწინებს სამხედრო და თავდაცვის მიზნებისთვის ოპერატიული ხარჯების ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებას.