SOS: დაგეგმილია სააკაშვილის გატაცება და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა
„ თბილისი 24“-ის სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, რადგანაც საქართველოში კვირეების მანძილზე მიმდინარე რევოლუციურმა სცენარმა ვერ გაამართლა, ყველა მათი გეგმა გაიშიფრა და ჩაილურის წყალი დალია, ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო საამართველომ საკუთარი ბინძური ზრახვების საბოლოოდ მისაღწევად გეგემა „B “ აამოქმედა.
ამ მიზნის განსახორციელებლად უახლოეს დღეებში იგეგმება კლინიკა „ ვივამედიდან“ მიხეილ საააკშვილის პირადაპირი მნიშვნელობით გატაცება და სავარაუდო სამ ლოკაციაზე მიყვანა (გამაგრება):
- აშშ-ს საელჩო თბილისში,( უკიდურეს შემთხვევაში)
- პრეზიდენტის რეზიდენცია,
- რომელიმე ე.წ. „კრიტიკული მედიის“ შენობა,
სადაც მას წინასწარ შეკრებილი დახვდებიან საქართველოში აკრედიტებული სხავდასხვა საელჩოს პირველი პირები.
მოქმედების ტაქტიკა იგივეა: დროებითი (ტექნიკური, გარდამავალი) მთავრობის ფორმირება და ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოყვანა, საქართველოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა.
შემუშავებული გეგმის თანახმად, პირველ ეტაპზე მიხეილ საააკშვილი ტელევზიით მიმართავს საქართველოს მოსახლეობას და მოუწოდებს მათ მის ადგილსმაყოფელთან შეკრებისაკენ, ვინაიდან, თითქოსდა „ საქართველოს ხელისუფლება ასცდა განვითარების ევროპულ გზას, იგი იძულებული გახდა საქართველოს მეგობრების დახმარებით ძალისმიერი მეთოდით ხელში აეღო ძალაუფლება“ და სთხოვს საერთაშორისო საზოგადოებას, უცხო ქვეყნის ხელისუფლებებს ცნონ მის მიერ ფორმირებული დროებითი, გარდამავალი, ტექნიკური მთავრობის ლეგიტიმურობა.
„ თბილისი 24“-ის სარწმუნო წყაროს ცნობით, რომლის დაახლოებით ვინაობას მისი თანხმობით ვასახელებთ და ის ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურების მაღალჩინოსანია, მიხეილ სააკაშვილის გატაცებას სამოქალაქო კლინიკიდან და მის შემდგომ უსაფრთხოების დაცვას გემავს თბილისში “აშშ-ს საელჩოს დაცვის” მოტივით უკვე ჩამოყვანილი 300 კაციანი სპეც.რაზმი.
წყაროს ცნობით, პროცესებში ჩართულია საქართველოს ერთ- ერთი ( შეგნებულად არ ვასახელებთ ვინაობას და იმედია მის გადადგომას „ ჯანმრთელობის მდგომარეობის მოტოვით გადადგომას“ მალე შეიტყობთ !) ძალოვანი უწყების ხელმძღვანელობა.
მნიშვნელოვანი გარემოება: გადატრიალების ორგანიზატორებმა შესაძლოა ისარგებლონ და სათავისოდ გამოიყენონ 26 მაისის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა და ქუჩაში საზოგადოების მასობრივი თავშეყრა.
ჩვენს მიერ ზემოთ აღწერილი პროცესების შესახებ სრულად ინფორმირებულია საქართველოს პრემიერ მინისტრი.
უფალმა დალოცოს და გააძლიეროს სააქართველო!