გაფრთხილება: ბოროტების იმპერია საქართველოში “დავერბოვკებულებს” ამოქმედებს!
“ქართული ოცნების” მიერ ქართული ღირსების დაცვა, ქვეყნის დამოუკიდებლობის არ დათმობა, ღია ტექსტით – პირდაპირი, თამამი განცხადებების კეთება “ომის პარტიის” შესახებ, ამერიკელებთან ღია ომში შესვლას ნიშნავს.
მსოფლიო უახლესი ისტორია ცხადყოფს, რომ ამერიკელებისთვის მსგავსი ურჩობა მკაცრად მიუღებელი და დასჯადია!
მათ ასეთ დამოკიდებულებაზე მხოლოდ ერთი პასუხი აქვთ: წერტილოვანი დარტყმები, პირველი პირების ლიკვიდაციის ჩათვლით!
სხვაგვარი უმოქმედობა მათი წარმოდგენით მათ მსოფლიო იმიჯს, “ღირსებას” შეურაცხყოფს.
ამიტომაც , ამერიკის შეერთებული შტატები მათ ვასალებს, ევროპულკოლონიურ სახელმწიფოთა- ბალტიისპირეთის თუ სხვათა და სხვათა ქვეყნების ლიდერებს, საქართველოს ხელისუფლების სახით არ მისცემს მაგალითს მსგავსი ურჩობის ჩაყლაპვისათვის.
რაც საქართველოს ხელისუფლებამ ამ დღეებში “აკადრა” ამერიკულ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ კლანს, პოლიტიკურად ეს თავზე დასაქმებაა და ვისგან?
3,7 მილიონიანი, ერთი ევროპული თუ ამერიკული მიყრუებული სოფლის რაოდენობის მქონე , მათთვის არ შემდგარი სახელმწიფოსგან?
ისინი, ხომ საქართველოზე ათასჯერ ძლიერ სახელმწიფოებსაც კი არ პატიობენ მსგავს “შეურაცხყოფას”. რად ღირს მხოლოდ სადამ ჰუსეინი, მოამარ კადაფი, მილოშევიჩი, სულ ეხლახანს – ფიცო, რაისი…
‼️ თავს გაუფრთხილდით ბატონო ბიძინა, ყველაფერს იზამს, ყველაფერზე წავა ეს უბოროტესი ძალა, რომ ნოემბრამდე , აშშ-ში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებამდე სისხლში ჩაახრჩოს საქართველო!
მრავალჯერ გავიმეორებ, რომ თქვენ ხართ საქართველოში მშვიდობის ერთადერთი გარანტი და თქვენ უნდა იყოთ ჯანმრთელად, უსაფრთხოდ, რომ დანის პირზე მოსიარულე საქართველო გაიყვანოთ სამშვიდობოს!
მცირე ეჭვის შემთხვევაშიც კი გაწმინდეთ შსს და ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არასაიმედო, არაპროფესიონალი, მოღალატე ელემენტებისგან .
დღეს, როგორც არასდროს საქართველოს სჭირდება ძლიერი, ერთგული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ძლიერი პოლიცია, სამართალდამცავი სტრუქტურები, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ლიდერები და არა მედროვე სადუნ მანკაბერდელები, რომლებიც პირველივე შესაძლებლობაზე გადააყოლებენ ქვეყნის ინტერესებს, მშვიდობას – ევროპის ბანკებში ათეულ მილიონ დოლარებს და პირად ინტერესებს.
არც წინასწარმეტყველი ვარ და არც ყოვლისმცოდნე “პოლიტ- ანალისტი” ხუხაშვილი, მაგრამ, კარგად ვიცნობ რა მათ მოდგმას, ამერიკელები ჩართავენ ყველა რესურსს, გამოიყენებენ ყველა აკრძალულ შესაძლებლობას, გააღვიძებენ და აამოქმედებენ მთელს მიძინებულ აგენტურას ამიერკავკასიაში, რომ ბოლომდე მიიყვანონ თავის ბინძური საქმე. სხვაგვარი ფიქრის საშუალება არ მეძლევა- დიდი წმენდის დროა!
პატივისცემით , ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია