რუსული კანონი გნებავთ? 600 დან- 21.000 ლარამდე ჯარიმა პედაგოგის შეუარცხყოფისათვის!

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, იანა ლანტრატოვამ მიმართა პრემიერ მინისტრს მიხაილ მიშუსტინს წინადადებით, რომ დაწესდეს 700 ათას რუბლამდე ჯარიმა მასწავლებლის შეურაცხყოფისთვის, ნათქვამია მის Telegram არხზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
- „გთხოვთ თქვენ, ძვირფასო მიხაილ ვლადიმიროვიჩ, განიხილოთ რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახალი შემადგენლობით შევსების ინიციატივის მიზანშეწონილობა, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გაზრდას მასწავლებლების შეურაცხყოფისთვის და წარმოადგინოს რუსეთის მთავრობის პოზიცია. ამ საკითხზე“, – წერს ლანტრატოვა წერილში.
ინიციატივის თანახმად, შემოთავაზებულია დაწესდეს პასუხისმგებლობა მასწავლებლის საჯარო შეურაცხყოფისთვის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მოქალაქეებისთვის ჯარიმის სახით 5-დან 20 ათას რუბლამდე, ( 600 ლარამდე) თანამდებობის პირებისთვის – 50-დან 100 ათასამდე, (3.000 ლარამდე) იურიდიული პირებისთვის – 200-დან 500 ათას რუბლამდე, (15.000 ლარამდე) ხოლო საჯარო გამოსვლაში, საჯაროდ გავრცელებულ ნამუშევარში, მედიასა თუ ინტერნეტში – ჯარიმა მოქალაქეებზე 10-დან 30 ათას რუბლამდე, თანამდებობის პირების მიმართ – 100-დან 200 ათას რუბლამდე, იურიდიულ პირებზე – 500-დან 30 ათას რუბლამდე.