ობრაიენი თბილისში აშშ-ს მუქარათა ახალ პაკეტს ჩამოიტანს
14-17 მაისიდან პერიოდში აშშ-ს სანქციათა პოლიტიკის ყოფილი კოორდინატორი ო,ბრაიენი საქართველოს პირადად ეწვევა.
- „ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის ქართულ კანონპროექტს, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის „თანაშემწის- თანაშემწე“ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო,ბრაიენი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როცა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რომელიღაც თანაშემწე უცხოური გავლენის ქართულ კანონპროექტს „კრემლის მიერ შთაგონებულს“ უწოდებს,ხოლო ძალადობრივი აქციის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას „ძალადობას“ და „დაშინებას“ , ძნელი მისახვედრი არაა, რომ პატივცემული გვამი საქართველოში აშშ-ს ახალი ზეწოლის და მუქარის გასაჟღერებლად მობრძანდება.
არც იმის მიხვედრაა რთული, თუ რა “ახალ გეგმას და დავალებას” ჩამოუტანს „ დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას“ თვით „უფლისგან შთაგონებული “ პატივცემული გვამი.
ცნობისათვის, 2023 წლის ოქტომბრამდე ჯეიმს ობრაიენი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციათა პოლიტიკის კოორდინატორი იყო.
- „თუ ეს მოხდება, [კანონის მიღება] სიტუაცია ჩვენთვის ნათელი იქნება. თუ, მთავრობა იტყვის, რომ არ სურს ევროკავშირში გაწევრიანება, და მას სხვა რაღაც სურს, მაშინ ჩვენ გვექნება სრულიად განსხვავებული საუბარი იმის შესახებ , თუ რას გავაკეთებთ“, – თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.