საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" საზოგადოებამ სამართლიანობის აღდგენა საკუთარ თავზე აიღო! – თბილისი 24
20 მაისი 2024

საზოგადოებამ სამართლიანობის აღდგენა საკუთარ თავზე აიღო!

გახსოვთ, უფალმა რომ უთხრა მოწაფეებს : ‘ ესე არს ბოროტი ძალა, რომელიც მხოლოდ ლოცვით და მარხვით განიდევნება”-ო..
სამწუხაროდ, უბოროტესი ძალა, რომელთანაც უკვე მე-12 წელია გვიწევს თანაცხოვრება, მათგან ბორიტის განდევნას არც მარხვა, არც ლოცვა არ შველის..

ისინი თავად არიან ბოროტება!

არანაირ ძალადობას არ მივესალმები, მაგრამ სამწუხაროდ, მათ მხოლოდ ასეთი ენა ესმით!

  • ასე ასწავლათ და მიაჩვიათ მამა- მარჩენალმა, როდესაც დიქტატორი სააკაშვილი პირდაპირ საკუთარ კაბინეტებში სცემდა და მართებდა ტვინის შერყევას პრემიერებს, ( გეგელაშვილი) , კლავდა პრემიერ მინისტრბს ( ჟვანია), ცოლებს უბახებდა მინისტრებს, თავის გაბახებულებს კი გუბერნატორებს ტენიდა(მაგალითად გაგლოევას) , მართლადაც არბევდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით მშვიდობიან საპროტესტო აქციებს.
  • ეს არის ბოროტი მოდგმა, რომელიც 9 წელი ვერ გაძღა ქართველი ერის სისხლის სმით და თავისზე უბოროტესი დასავლელი მფარველების წყალობით, აგერ უკვე 12 წელია შანტაჟში, მუქარაში, ახალ -ახალი სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობებში აცხოვრებენ ერს, წინასწარ ადგენს დასაჭერ და დასახვრეტთა , ‘სახელმწიფოს მტრებთა” სიებს .
  • ცხოვრობს საკუთარ ვირტუალურ საქართველოში, ყავს საკუთარი გმირები, პატრიარქები, აქვს საკუთარი დამახინჯებული “სიმართლე”, მსხვერპლთშეწირვის რიტუალები,
  • გადაწერილი საქართველოს ისტორია, რომლითაც ტვინს უწამლავს ახალგაზრდა თაობებს..

არანაირი “უცხო გავლენის აგენტი” , ესენი არიან დასავლეთის პირდაპირი მე-5 კოლონა,რომელთა მიზანი გაშიფრული და საყოველთაოდ ცნობილია- საქართველოს ბრმა იარაღად ქცევა, გაუბედურება, განადგურება!

არ მესმის ყველაფრის ხელისუფლებაზე მიწერა, იქნებ ეს ის ხალხია , ვისაც ყელში ამოუვიდა სატანების პარპაში, თავნებობა და მსგავსი მიუღებელი ხერხებით გადაწყვიტეს პასუხის გაცემა?

იქნებ, თავად სახელმწიფოს მოუწიოს სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, რეალურად გაბრაზებულ ხალხს და ამ ბრბოს შორის ჩადგომა?

თესავთ ქარს – იმკით ქარიშხალს და შემდეგ წუხართ იმაზე, თუ როგორ არ დავიცვათ სახელმწიფომ, უფრო მეტიც , ყველაფერს ისევ სახელმწიფოს ” ტენით”.

უკვე მერამდენე დღეა საზღვარი არ აქვს თქვენს მუქარას თავად სახელმწიფოს, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების, პარლამენტარების მიმართ,

-რომ თურმე,ისინი ” დაცვის გარეშე თავისუფალად ვერ ივლიან ქუჩაში” , ხელისუფლების მხარდამჭერ ასი ათასობით ადამიანს ” მონებად, რუსეთის აგენტებად, ნარჩენებად” ნათლავთ..

  • რომ თურმე როგორც თქვენ გსურთ სახელმწიფო გადატრიალების საბაბად წაუკითხავ კანონპროექტს დაარქვათ ‘ რუსული “, ხელისუფლების წინააღმდეგ ფართო საზოგადოების ასაჯანყებლად თავგადაკლული ითხოვთ საქართველოს დასანქირებას, სავიზო რეჟიმის გაუქმებას…

წატი თქვენი შუბა დავხიე!

ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია