4 ნოემბერი 2024

მიკერძოებული ქართული მედია- სიცრუე, ტყუილი, ცილისწამება

ქართულ მედიაში ვერ იპოვით ინფორმაციას, სადაც უკარინის ტერიტორიაზე ,” ბოლო უკრაინელამდე” მოწყობილ რუსეთ-დასავლეთის  სამხედრო კონფლიქტში, სამხედრო ოპერაციების დროს ჩადენილ   დანაშაულებებისათვის, თუნდაც, ირიბად მაინც ბრალი  უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიუძღვოდეთ.
ისინი,პირდაპირ, ღიად, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, “ევროპული სტანდარტებით” ადანაშაულებენ რუსეთის მხარეს, თითქოს უკრაინელები ფრთიანი ანგელოზები იყვნენ.

მნიშვნელობა არა აქვს შემდგომ, აღიარებს თუ არა ვინმე ტყუილის თქმას- უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვას  მსგავსად, რომ მაინ იცრუა – რუსი ჯარისკაცების მიერ ბავშვების და ქალების გაუპატიურების შესახებ.  ამას არავინ უყურებს, მთავარია საზოგადოებაზე ეფექტის მოხდენა და დაკვეთის შესრულება.

ასე იყო ქალაქ ბუჩაში, რუსული მხარის მტკიცებით – უკრაინული არმიის მიერ ინსცენირებულ,  ქალაქის მშვიდობიანი მაცხოვრებლების მასობრივი დახვრეტის სცენაზე,
ასეა საბავშვო ბაღების თუ საავადმყოფოების მიზანმიმართული დაბომბვის დროსაც, როცა საბავშვო ბაღები უკაინული არმიის საცეცხლე წერტილებად არის ქცეული და  ყოველთვის, ერთმნიშვნელოვნად რუსული მხარეა დამნაშავე.
ამის მტკიცებულებაა თუნდაც, დღევანდელი ინფორმაცია გავლენიან ქართულ ტაბლოიდ “ინტერპრესნიუსზე” , სათაურით  “რუსულმა ძალებმა მიკოლაივში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები.”
არანაირი ჟურნალისტური სტანდარტი, არანაირი კითხვის ნიშანი, არც ფაქტის  შესახებ რუსული მხარის კომენტარი…
და როგორც კი განსხვავებულ აზრს გამოთქვამ,მათ თვალში მაშინვე “პრორუსული მედია” ხდები.

ძალიანაც არ გვაინტერესებს მსგავსი მედიების და ჟურნალისტების აზრი ჩვენ შესახებ, არც არაფერს გვმატებს და ვერც დაგვაკლებს, უბრალოდ მეტად გვარწმუნებს  მათ პარტიულ კუთვნილებაში, პოლიტიზირებაში და ფაქტისადმი,მოვლენისადმი ცალმხრივ, არაობიექტურ, არაჟურნალისტურ მიდგომებში.

იმედია, ოდესმე წერტილი დაესმება საქართველოში მსგავს საზოგადოებრივად ტოქსიკურ მიდგომას, მანამდე, ასე გააგრძელეთ. ყოველშემთხვევისთვის, წინასწარ მოამზადეთ “ინფოები” რუსულ სისასტიკეებზე,სათაურებით ” რუსეთმა ბინძური ბომბი ჩამოაგდო”, “რუსეთმა კაშხალი ააფეთქა”, რომ არ შემოგაკლდეთ მსუყე ფინანსები.