6 დეკემბერი 2024

მედვედევი: მთელი გულწრფელობით ვუსურვებ აშშ-ს ახალ სამოქალაქო ომში რაც შეიძლება სწრაფად ჩაძირვას

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა კომენტარი გააკეთა აშშ-ს გადაწყვეტილებაზე უკრაინას დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ. მედვედევმა განაცხადა, რომ  იგი მთელი გულწრფელობით  უსურვებს შეერთებულ შტატებს ახალ სამოქალაქო ომში  რაც შეიძლება სწრაფად ჩაძირვას, რომელიც გამოიწვევს ამერიკის დაშლას.

  • არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ამერიკელი კანონმდებლები ნეონაცისტების ბანდის „დახმარებას“ დაუმტკიცებდნენ. ეს იყო მხიარული ამერიკელი ნაბიჭვრების ხმა:

ა) ადრე ერთიანი ქვეყნის , დღეს გაყოფილი ხალხის სამოქალაქო ომის გასაგრძელებლად;

ბ) ამ ომის მსხვერპლთა რაოდენობის მაქსიმალურად გაზრდისთვის.

ჩვენ, რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ, მიუხედავად 61 მილიარდი სისხლიანი დოლარისა, რომელიც ძირითადად მათ დაუოკებელ სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსს ყელზე დაადგება, ძალა და სიმართლე ჩვენთანაა.

   რუსოფობიური გადაწყვეტილების გათვალისწინებით, არ შემიძლია მთელი გულწრფელობით არ ვისურვო შეერთებულ შტატებს ახალ სამოქალაქო ომში რაც შეიძლება სწრაფად ჩაძირვა, რომელიც, ვიმედოვნებ, რადიკალურად განსხვავდებება  მე-19 საუკუნის ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ომისგან და წარიმართება თვითმფრინავების, ტანკების, არტილერიის, РСЗО-ის, ყველა ტიპის რაკეტებისა და სხვადასხვა იარაღის გამოყენებით, რაც საბოლოოდ გამოიწვევს 21-ე საუკუნის საზიზღარი ბოროტების იმპერიის – ამერიკის შეერთებული შტატების სამარცხვინო დაშლას,” -დაწერა მან სოც. ქსელში.