6 დეკემბერი 2024

პოლიტიკური სიგიჟე და სიბეცე: პატრიარქ კირილს ევროპაში შესვლა აუკრძალეს

ევროპა რუსეთის პატრიარქ კირილის მიმართ სანქციებს ეტაპობრივად აწესებს,რაც თავის დროზე გერმანიის ფაშისტური რეჟმსაც არ გაუკეთებია და არ ებრძოდა რუსეთის მართლმადიდებულურ ეკლესიას. განხორციელებული სანქციებით ევროპა მეტად წევს რუსეთის ეკლესიის მეთაურის ავტორიტეტს და რუსეთის საზოგადოებაში აჩენს მეტ ზიზღს მისდამი.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი მიიჩნევს, რომ მის მიმართ დაწესებული სანქციები და ზოგიერთ ქვეყანაში შესვლის აკრძალვა გამოწვეულია იმით, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია მიყვება განვითარების ცივილიზაციურ გზას, რომელიც განსხვავდება დასავლურისგან. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა აღნიშნა, რომ მას არ ეშინია ამ ზეწოლის.

  • რუსეთის პატრიარქს ეკრძალება ევროპაში გამგზავრება  და გამოცხადებულია  პერსონა ნონ გრატად. რატომ? პატრიარქმა დაარღვია კანონი, ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენა? თანამშრომლობდა, ურთიერთობდა მთავრობებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ყველაფერი კარგად იყო. რატომ? დიახ, დღეს პატრიარქი ხელმძღვანელობს ხალხს, – სულიერად ხელმძღვანელობს „ეკლესიას განვითარების სხვა ცივილიზაციური გზაზე მიჰყავს და ჩვენ სხვებს ჩვენი განვითარებით, ჩვენი ღირებულებითი სისტემით ვუპირისპირდებით“, – განაცხადა პატრიარქმა.

მისი თქმით, თანამედროვე რუსეთი არის მორწმუნე ქვეყანა, რომელსაც აქვს „ღვთისმოსავი ხალხის უმრავლესობით“, რაც დიდწილად განსაზღვრავს მის სულიერ სიძლიერეს, ასევე „მოქალაქეების სოლიდარობის სიძლიერეს და მათ უნარს, ერთად იმუშაონ სამშობლოს სასიკეთოდ და საჭიროების შემთხვევაში, დაიცავს მას. სწორედ ამას უკავშირდება, მისი აზრით, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე უცხოური თავდასხმები.

პატრიარქმა ასევე გაიხსენა, რომ  მან მოინახულა 120-ზე მეტი ქვეყანა დედამიწის ყველა კონტინენტზე და სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში. ამრიგად, მან „ყველაფერი დაინახა და მოისმინა“ და აქვს საკმარისი გამოცდილება.

შეგახსენებთ, რომ პატრიარქი კირილი დიდი ბრიტანეთის, ჩეხეთისა და კანადის სანქციების სიაშია, ხოლო  ესტონეთის ხელისუფლებამ მას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. გარდა ამისა, 18 მარტს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ევროკავშირს სასულიერო პირების მიმართ შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდა.