ნეთანიაჰუმ ბერბოკს ნაცისტები შეახსენა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბარბოკი და ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზას სექტორში ჰუმანიტარული კრიზისის გამო შეკამათდნენ, იუწყება ისრაელის ტელევიზიის მე-13 არხი.
ტელეარხის ცნობით, ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დროს ბერბოკმა მას პალესტინაში მშიერი ბავშვების ფოტოების დასათვალიერა შესთავაზა, რაზეც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბერბოკს მოუწოდა, ენახა მას ღაზას ბაზრობების და პლაჟების ფოტოები ,რაც მიანიშნებდა, რომ შიმშილობის შესახებ ჭორებია. ისინი, სავარაუდოდ, გაზვიადებული იყო.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოწოდების საპასუხოდ, ეომ ისრაელს არ გაევრცელებინა ისეთი ფოტოები, რომლებიც არ ასახავს ღაზაში არსებულ რეალურ მდგომარეობას, ნეთანიაჰუმ მას ნაცისტები შეახსენა.
- „ეს არის რეალობა. ეს არ ჰგავს ნაცისტებს, ჩვენ არ ვგავართ ნაცისტებს, რომლებიც ქმნიდნენ ყალბი რეალობის გამოსახულებებს“, – განაცხადა ნეთანიაუმ.
მარტში ღაზას სექტორის საავადმყოფოში შიმშილით 10 ბავშვი გარდაიცვალა.