7 დეკემბერი 2024

მიმართვა ძვირფასს (ჟ)ოპოზიციას

მიმართვა ძვირფასს (ჟ) ოპოზიციას
პატივცემულო პოლიტიკურო გიენებო, სისხლს დახარბებულო პოლიტიკურო გვამებო!

ეგ თქვენი, სახელმწიფო შენობების ბლოკირება და ე.წ. ვარდების რევოლუციის იმიტაცია, სხვა არაფერია, თუ არა პირველი ნაბიჯი, სამზადისი უკვე მერამდენეჯერ ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩასაგდებად.

რეალურმა ორგანიზატორებმა დიღმის” სათაო ოფისში” ძალიან კარგად იცით, რომ დღეს შევარდნაძის ძირმომპალი რეჟიმი აღარაა და ყოველივეს საკადრის პასუხს, ჯერ საპოლიციო ძალების მხრიდან მიიღებთ და თუ ამას შედეგი ვერ მოჰყვა, ხალხის, ანუ იმ ადამიანებს მხრიდან, რომლებიც ყველაფერს გაიღებენ, სიცოცხლესაც კი დათმობენ ოღონ მათ და მათმა შვილებმა კვლავ არ იხილონ სააკაშვილის რეჟიმის მარწუხები.

უფრო დიდი ალბათობით, ყოველივეს ამას არ დაუშვებს ძალა, რომლისთვისაც ასევე სამკვიდრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სიმშვიდე კავკასიის რეგიონში და ეს ძალა ასევე კატეგორიულად არ დაუშვებს საქართველოში მიმდინარე მოვლენების ამერიკის წინასაარჩევნოდ გამოყენებას, რეგიონში აშშ- ს ახალ მარიონეტულ რეჟიმს, რომელიც პატრონის ერთ “ფას”- ზე შეასკდება ყრუ კედელს, როგორც ეს მოხდა 2008 წელს.
შედეგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ თქვენი პროტესტი ემსახურება საქართველოში პირდაპირ რუსული ხელისუფლების დამყარებას და საბოლოოდ კავშირების გაწყვეტას ევროპასთან.

აშშ-ს განზრახვა, მოახდინოს ახალი ფერადი რევოლუცია საქართველოში გამოიღებს უკუ შედეგს და აშშ- დასავლეთი საბოლოოდ დაკარგავს საქართველოს.
მიიღეთ გინდ- გაფრთხილებად, გინდ – წინასწარმეტყველებად, თქვენი ხარბი ქმედებით, საქართველოს უკარგავთ მართლაც ისტორიულ შანსს იქცეს, არა განწირული ევროპის მიყრუებულ ნაწილად, არამედ კავკასიის შვეიცარიად, ხიდად რუსეთს და დანარჩენ მსოფლიოს შორის.

არანაირი შემაჩერებელი ფაქტორი, არანაირი აკრძალული ხერხი, ძალა და მეთოდი არ არსებობს ქვეყნისთვის, კერძოდ რუსეთის ფედერაციისთვის, რომელმაც, განსაკუთრებით 2022 წლის თებერვლიდან – დღემდე უამრავი რესურსი, ასი ათასობით საკუთარი მოქალაქის სიცოცხლეც კი შეწირა ქვეყნის მსოფლიო ცენტრად, ახალ პოლუსად ქცევას- არ დაუშვებს საკუთარი მომავალი შეწიროს საქართველოს რომელიმე ძალად პოლიტიკოსის კუნტრუშს.
გაითვალისწინეთ , თუ არადა ვინძლო არ მოგიოწიოთ ქაბულის აეროპორტიდან აფრენილი ამერიკულ ბოინგის მსგავსად,თვით,მფრინავის შასიზე ჩამოკიდება.

პატივისცემით: გოჩა ნაჭყებია