ექსკლუზივი: აშშ ოქტომბერში საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს
ექსკლუზივი: აშშ ოქტომბერში საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს
ეს არის პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არიან კანონის მიღებით გამწარებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი მფარველები.
ჩვენი ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის ცნობილი გახდა , რომ მ/წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების შემდგომი აქციების დასაფინანსებლად მ/წლის მაისს- ოქტომბერის თვეში ევრო- ამერიკული სხვადასხვა ფონდებიდან საქართველოს რამდენიმე არასამთავრობო ორგზანიზაციის ანგარიშზე უნდა ჩარიცხულიყო დიდძალი თანხა, რომელიც მოხმარდებოდა სტუდენტი – ახალგაზრობის , ე. წ. “აქტივისტების” მოსყიდვას,გადაბირებას, დასვენების ხარჯებს, ” საბრძოლო” ტრენინგებს, ტვინების გამორეცხვას.
ამერიკის სახ.დეპის პირდაპირი დირექტივაა, რომ აშშ-ში მ/წლის 5 ნოემბრამდე გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, საქართველოში უნდა” დაიდოს შედეგი”, ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს პოლიტიკური ძალა,რომელიც მათ ინტერესებს მოემსახურება.
რადგან, საქართველოს ახალი პარლამენტის უფლებამოსილება მათთვის სასურველ ვადებში (5 ნოემბრამდე) ვერ ჯდება, მეტიც აშშ- ს საელჩომ და აშშ – ს სახ. დეპის ევრაზიის რეგიონულმა მმართველობამ კარგად უწყის, რომ ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციური ძალა პირწმინდად მარცხდება და” ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას კვლავ იბრუნებს, ამიტომც ,მათ არჩევნებში “ქართული ოცნების” სასარგებლოდ “რუსეთის ჩარევის” და “არჩევნების გაყალბების მოტივით ” განიზრახეს მზადება რევოლუციური სცენარისთვის.
კანონის ინიცირებით “ქართულმა ოცნებამ” დაასწრო და განსახილველად კვლავ წარადგინა პირველი ვერსიისგან მეტად შერბილებული კანონი ” უცხოური გავლენის აგენტების ” შესახებ, თუმც ძალებისთვის, ვისი მიზანიც ოქტომბერში ხელისუფლების შეცვლაა – ნებისმიერი არგუმენტის მოსმენა უაზრობაა, რაც არ უნდა ფაქტებით იყოს გამყარებული , მათთვის კანონი – რუსულია.
საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება ეს არის შურისძიება “ქართული ოცნების” ხელისუფლების და უშუალოდ ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიმართ. რადგან ის ვერანაირი გზით, შანტაჟით ვერ დაიყოლიეს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში ჩასართავად.
მსჯავრდებულ გრიგორიადისის მიმართ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოცემული შეწყალების აქტი არის პირდაპირი წახალისება მსგავსი ქმედების ჩამდენი ადამიანებისათვის.
წყაროს ცნობით, სალომე ზურაბიშვილისათვის აშშ-დან უკვე მიცემულია გარანტია, რომ მათთვის სასურველი პარლამენტი ნოემბერში მას კვლავ პრეზიდენტად დაამტკიცებს.